... ... hotnews.ge - სპორტი

დაპირისპირება სტადიონზე - პირველი ტაიმი ფეხბურთელებს შორის დაძაბულობით დასრულდა

საქართველო საბერძნეთს შორის პირველი ტაიმი დასრულდა. 

პირველი ტაიმის დასასრულს სტადიონზე ფეხბურთელებს შორის მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. 

წითელი ბარათი მიიღო ლორიამ.

საბერძნეთის ნაკრებთან საქართველოს შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებს მასპინძლობს. შეხვედრა „დინამო არენზე“ 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველ არხზე, საქართველოს რადიოსა და PLAYER.1TV.GE-ზე შემოგთავაზებთ.

მთავარმა მწვრთნელებმა ამ მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობები დაასახელეს:

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი, კაკაბაძე, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე.

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ციმიკასი, ჰაძიდიაკოსი, მავროპანოსი, ბალდოკი, მანტალოსი, კურბელისი, ბაკასეტასი, პელკასი, იოანიდისი, მასურასი.

ისტორიული მატჩის მოლოდინში - საქართველოს ნაკრები დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება

ისტორიული მატჩი "დინამო არენაზე" - რამდენიმე საათში ქართული ფეხბურთის ისტორიაში გადამწყვეტი თამაში იწყება. ევრო 2024-ის  ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენს ქვეყნას   ისტორიაში პირველად - ევროპის ჩემპიონატზე გამზავრების შანსი ექნება. ეროვნული ნაკრები გულშემატკივარს „დინამო არენაზე„ ზუსტად 9 საათზე ელოდება, თუმცა ქომაგები და ფეხბურთის გულშემატკივრები მსვლელობას  სტადიონისკენ  6 საათზე დაიწყებენ.

დღეს დინამო არენაზე სრული ანშლანგი იქნება. მათთვის კი ვინც სტადიონზე შესვლა ვერ მოხერხა, ისტორიული მატჩის ყურების შესაძლებლობა რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანზე  კოკა-კოლას  მიერ ორგანიზებულ ფანსივრცეში ექნება.

საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დამატებით 2300 ბილეთი იყიდება - ნახეთ, ვინ შეძლებს შეძენას

საბერძნეთის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ ბერძენი ქომაგებისთვის გამოყოფილია 2,300 ადგილი იმისთვის, რომ თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველო-საბერძნეთის მატჩს დაესწრონ.

როგორც უკვე ცნობილია, მატჩი გაიმართება 26 მარტს, საბერძნეთის დროით 19:00 საათზე, ბერძნებისთვის ბილეთის საფასური მხოლოდ და მხოლოდ 7 ევროს შეადგენს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ელ. ფოსტაზე, عنوان البريد الإلكتروني هذا محمي من روبوتات السبام. يجب عليك تفعيل الجافاسكربت لرؤيته., მოთხოვნის გაგზავნით, სადაც საჭიროა ლათინური ასოებით სახელისა და გვარის, ასევე პასპორტის ნომრისა და პასპორტის/პირადობის მოწმობის ნომრის მითითება.

აღნიშნულ ელ. ფოსტაზე მოსულ საპასუხო შეტყობინებაში მითითებული იქნება გადახდის მეთოდი და ზუსტი მითითებები.

მერაბ დვალიშვილმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო.

33 წლის სპორტსმენმა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"თითქმის უკვე 12 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, მაგრამ შრომითა და მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე," - წერს დვალიშვილი.

საქართველო-საბერძნეთის მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრსსამსახური ავრცელებს.

ბილეთების გაყიდვა 23 მარტს დილის 12:00 საათიდან დაიწყო და ხუთ საათში ყველა ბილეთები გაიყიდა. ბილეთების გაყიდვა საბერძნეთშიც დაიწყო – თბილისში პლეი ოფის ფინალში თავის ნაკრებს ბერძენი ქომაგებიც გაამხნევებენ, მაგრამ რამდენი ბილეთი გაიყიდა, ეს არ დაკონკრეტებულა.

ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრა 26 მარტს „დინამო არენაზე“ გაიმართება, მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია

ლაშა შავდათუაშვილი თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის გამარჯვებულია.

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კარენ გალსტიანი 32 წამში იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე ოქროს მედალს პირველად დაეუფლა.

2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.

შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით გამოვიდა, რომელთაგან მედლებისთვის ბრძოლას მხოლოდ ორი ძიუდოისტი აგრძელებს.

ტურნირის ნახევარფინალში იჭიდავებს ლაშა შავდათუაშვილი (73კგ). ქართველმა მეოთხედფინალში სამხრეთკორეელი კანგი იპონით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ისრაელის წარმომადგენელ ბუტბულს დაუპირისპირდება. გოჩილაიძემ კი მეოთხედფინალში საგი მუკისთან წააგო და რეპეშაჟიდან ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე ოქროს მედალს პირველად დაეუფლა.

შეჯიბრების ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 23 და 24 მარტს 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.

სრული ინფორმაცია მათთვის, ვისაც საქართველო-საბერძნეთის მატჩზე, ბილეთების ყიდვა სურს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.

თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია - ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).

საქართველო - საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, დინამო არენაზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

ინფორმაცია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის: ეტლით მოსარგებლე პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა, რომელიც სტადიონის ტერიტორიაზე თანმხლებ პირთან ერთად შესვლის უფლებას აძლევს. მატჩის ბილეთებს 24 საათის განმავლობაში მიიღებთ მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. ბილეთების მისაღებად عنوان البريد الإلكتروني هذا محمي من روبوتات السبام. يجب عليك تفعيل الجافاسكربت لرؤيته.ზე გამოაგზავნეთ პირადობის მოწმობის და შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი.

 

საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. თამაშზე დასასწრებად ბილეთების გაყიდვა TKT.ge-ზე, ხვალ, 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება. 

მატჩი დინამო არენაზე გაიმართება.

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია - ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია)" - ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

 ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

ვინ არის ბუდუ ზივზივაძე, რომლის დუბლითაც საქართველომ ლუქსემბურგს მოუგო

ბუდუ ზივზივაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა - 2:0 ასე დასრულდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ დინამო არენაზე გამართული მატჩი. 30 წლის ფეხბურთელმა პირველი გოლი პირველ ტაიმში გაიტანა, მეორე გოლი კი მეორე ტაიმის დასაწყისში.

ბუდუ ზივზივაძემ ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში, ქუთაისის იმედის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, სადაც ის თავდაპირველად ნახევარმცველად თამაშობდა.

2011 წელს თბილისის „დინამოში“ გადავიდა. ამ კლუბში გატარებული ოთხი სეზონის განმავლობაში ძირითადად პირველი ლიგის მონაწილე „დინამოს“ სარეზერვო გუნდში თამაშობდა.

2015 წელს ზივზივაძე უმაღლესი ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ გადავიდა, სადაც საუკეთესოდ გამოავლინა თავისი შესანიშნავი საფეხბურთო თვისებები და საბოლოოდ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა მათ ისტორიაში პირველი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში.

2017 წლის იანვარში კონტრაქტი დანიის სუპერლიგის კლუბ „ესბიერგთან“ გააფორმა, მაგრამ მის რიგებში მხოლოდ 13 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი შეაგდო, ხოლო 2018 წლის სეზონში იჯარით კვლავ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა.

2018 წელს „თბილისის დინამოში“ თამაშის დროს გიორგი გაბედავსთან ერთად გახდა ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. ასევე, სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

2019 წლის ივლისში მან ხელი უნგრულ საფეხბურთო კლუბ „მეზოკოვეშდთან“ მოაწერა. ამ კლუბში მან 32 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

2023 წლის 31 იანვარს, 2022–23 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ზივზივაძემ კონტრაქტი გააფორმა მეორე ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბ „კარლსრუესთან“.

2022 წელს ბოსნია ჰერცოგოვინასთან 49-ე წუთზე გატანილი სადებიუტო გოლით ბავშვობის ოცნება ამიხდა," - ამბობს ერტ-ერთ ინტერვიუში ზივზივაძე.

2024 წლის იანვარში გერმანულმა გამოცემა BNN-თან საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე საუბრობს საკუთარ თავზე, "კაიზერზე", სამუშაოსა და ოჯახზე".

თავიდან ფორმაში არ ვიყავი, მხრის ტრავმის შემდეგ გუნდის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზად არ აღმოვჩნდი. ვითარება ეტაპობრივად შეიცვალა.

ბოლო 4-5 თვეა ვგრძნობ, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ. მგონი ამას ყველა ხედავს. მერე გავიგე, რომ გერმანიაში ბევრი ისეთი წესია, რომლის მოგვარებასაც მე და ჩემი ოჯახი ამჟამად ვცდილობთ," - თქვა გამოცემასთან ინტერვიუში ზივზივაძემ.

ზივზივაძე საუბრობდა ოჯახზე და მათ როლზე მის ცხოვრებაში. მისი რჩეული ნინი კვერნაძე გახლავთ. წყვილს ერთი შვილი, 2 წლის შაი ჰყავს. 

ჩემი ოჯახის წევრების ვიზას ვადა გაუვიდა და განახლებას საჭიროებს. ამიტომ, ჩემი 3 წლის ქალიშვილი და მეუღლე ახლა საქართველოში არიან და ველოდები. იმედია, ორ-სამ კვირაში ყველაფერი დალაგდება, რადგან ჩემი შვილი აქაურ საბავშვო ბაღში დადის და მალე უნდა დაბრუნდეს.

ეს ჩემთვის, როგორც მამისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ის ისწავლის გერმანულს და ინგლისურს - ეს ცხოვრებაში უდიდესი უპირატესობა იქნება. ახლაც მახსოვს, როგორ ჩავედი "კარლსრუეში" და სიტყვებს ძლივს ვარჩევდი. მე ჯერ კიდევ ძალიან მიჭირს საუბარი, რადგან უცხო ენების ათვისება ჩემთვის არ არის ადვილი," - თქვა ზივზივაძემ.

გერმანულ გამოცემასთან ფეხბურთელი საუბრობს წიგნზეც, რომელმაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა.

- რას კითხულობთ?

- ქართულ წიგნს სიყვარულზე. შარშან წავიკითხე რომანი, რომელმაც ჩემი აზროვნება რადიკალურად შეცვალა. ეს ეხებოდა კითხვებს, თუ როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი და როგორ უნდა მოაგვაროს პრობლემები, იმის შესახებ, თუ როგორია კომფორტის ზონიდან გასვლა და შეცდომებთან გამკლავება.

საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა და პლეიოფის ფინალში გავიდა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და პლეიოფის ფინალში გავიდა.

შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა. მეტოქის კარში ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. პლეიოფის ფინალში ეროვნული ნაკრები საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი დღეს, 23:45 საათზე გაიმართება.

პლეიოფის ფინალი 26 მარტს, 21:00 საათზე, კვლავ „დინამო არენაზე“ გაიმართება.