... ... hotnews.ge - დედაქალაქი

უბნები თბილისში, სადაც ჰაერი ყველაზე კარგია

„ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება იქ, სადაც უფრო ინტენსიური მოძრაობაა“ - დედაქალაქში ჰაერის დაბინძულების დონეებზე გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა.

მისი თქმით, წლების მანძილზე ყველაზე მაღალი კონცენტრაციები რუსთაველის გამზირზე ფიქსირდება. ასევე წერეთლის, მელიქიშვილის, პეკინის გამზირებზე.

„სხვათა შორის, ქეთევან წამებულის გამზირზე რეაბილიტაციის შემდეგ აზოტის ჟანგეულების კლება ფიქსირდება“ - აცხადებს ნოე მეგრელიშვილი.მისი თქმით, ყველაზე კარგი ხარისხის ჰაერი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, რეკრეაციულ ზონებშია და ესენია კუს ტბა, ბოტანიკური ბაღი, ლისის ტბა.

„ქალაქის მასშტაბით არსებულ პარკებშიც წლების მანძილზე არ გვქონდა ხოლმე ცუდი მაჩვენებელი, მაგრამ დაახლოებით 2022 წლიდან, რაც ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა, სამწუხაროდ დაბინძურებამ აქაც მოიმატა, კონკრეტულად, აზოტის ჟანგეულები დაფიქსირდა 9 აპრილის ბაღში“.

მეგრელიშვილი აცხადებს, რომ გარეუბნებში ეს პრობლემა მიზერულია.

„კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა სამშენებლო სექტორი. ვალდებულებებს, რაც მათ აქვთ, ბევრი არ ასრულებს. ეს არის ერთგვარი გამოწვევა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან ვალდებულები, ამ კუთხით სიტუაცია გააკონტროლონ“ - განაცხადა ნოე მეგრელიშვილი.

 

„ლაგუნა ვერესთან“ სამი ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟი ორ თვეში განხორციელდება

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებისა და საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, თბილისის მერია შესაბამის პროექტს განახორციელებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მიმდებარედ არსებული ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან შეთანხმება მიღწეულია და დემონტაჟი ორ თვეში განხორციელდება.

„როგორც უკვე გაცნობეთ, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან მოლაპარაკებები დავასრულეთ. ესენია: „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“ და „სან პეტროლიუმ ჯორჯია“. მიღწეულია შეთანხმება და მოხდება ადგილმონაცვლეობა. ხელშეკრულებები გაფორმებულია, ჩაბარებულია საჯარო რეესტრში და აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი ორი თვის ვადაში განხორციელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟის შემდეგ, მუნიციპალიტეტი აღნიშნული გზის გაფართოებისა და მოწესრიგებისთვის შესაბამის პროექტს განახორციელებს.

„პარალელურად, ვიწყებთ პროექტზე მუშაობას, რათა დაიგეგმოს, როგორ გაფართოვდეს და მოწესრიგდეს ეს გზა. ის პრობლემა, რომელიც ამ კონკრეტულ არეალთან დაკავშირებით დღეს გვაქვს, ძალიან მალე მოგვარდება. რაც შეეხება პროექტს, რომელიც ამ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით უფრო დეტალურად მივაწვდით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ.

სადღესასწაულოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ სიახლეებზე ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. მისი თქმით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო 4 მაისის 23:00 საათიდან 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს და მისი საშუალებით გადაადგილება უფასო იქნება.

„გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც მგზავრებს დილის 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ გადაიყვანს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების – „მარჯანიშვილის“, „დელისის“, „სარაჯიშვილის“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

 

არასწორია ინფორმაცია, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს - თბილისის მერია

გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მგზავრებს ყოველ დღე, 06:00-დან 00:00 საათამდე ემსახურება.

თბილისის მერიასთან დაკავშირებული საკითხების გადამოწმება შესაძლებელია უწყების პრესსამსახურთან. ასევე, შეგიძლიათ, დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრების გამო რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება-თბილისის მერია

რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრების გამო პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა დღეს, 11:00 საათიდან მხოლოდ საავტობუსო ზოლზე გავრცელდება, ხოლო 20:00 საათიდან, 29 აპრილის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.

„სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით, თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებით მოძრაობისას საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს – ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა დღეს, 11:00 საათიდან მხოლოდ საავტობუსო ზოლზე გავრცელდება, ხოლო 20:00 საათიდან 29 აპრილის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.

„სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით, თავისუფლების მოედანზე კი, გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს - ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაკისა და ისნის რაიონის ნაწილს წყალი არ აქვს - იხილეთ აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს GWP ავრცელებს.

  • ვაკის რაიონში - პიკასოს ქუჩის N4-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 28/04 00:10-დან 28/04 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა: ნუცუბიძის მე-2 მ/რ 1 კვარტლის N 1-7 (კენტებს), პიკასოს, შავგულიძის, ჟღენტის, ჯურხა ნადირაძის, შავიშვილის, სანდრო ეულის, ე. მინდელის N1,2,3,5,7,10,11, მამასახლისოვის, თოფურიას ქავთარაძის N 27-57 (კენტებს) N 14-60 (ლუწებს), ნუცუბიძის N 179-201 (კენტებს) და უნივერსიტეტის N 24 ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას III კვარტალის N 19-27 (კენტებს), ვაჟა-ფშაველას IV, V, VI, VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზ. N 81-99 (კენტებს), N 80-104 (ლუწებს),  ქავთარაძის 70, ნუცუბიძის 211, ნუცუბიძის 2 პლატოს 2 მიკროს 1 კვარტლის 6 კორპუსი)

  • ისნის რაიონში - დურმიშიძის ქუჩის N5-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 27/04 23:00-დან 28/04 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა: მეტრომშენის დასახლებაში-ტვიშის, ყარყარაშვილის, ბაქრაძის, უზნაძის, ხომერიკის(მიქელაძე), მესხეთის, კაკაბეთის, ტოლენჯის, წალენჯიხის, ყვარლის, რატილის, კალანდაძის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, 13 იანვრის(დურმიშიძის), შერვაშიძის, აფანასიევის, ონიანისა, გეზათის, რომან გვენცაძის, ბათლომეო ხუციშვილის ქუჩებს და ბუშის 5 ჩიხს, გუჯარეთის N15, თამაზ პაპიაშვილის, ხათუნა ჭიჭინაძის, ვიქტორ ნანეიშვილის, მელაანის (ჩიხებით და შესახვევებით), საბანაკოს დასახლებას.ებას.

    წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 16:00-მდე.

ახმედ მელაშვილის ქუჩიდან მეგობრობის ქუჩამდე, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, ახმედ მელაშვილის ქუჩიდან მეგობრობის ქუჩამდე, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, იცვლება 250 მ.მ-იანი გოფრირებული 142 გრძივი მეტრი მოცულობის წყალარინების ქსელი. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 30 758 ლარი გამოიყო. 
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან და რაიონის მაჟორიტარ რევაზ სოხაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

კახა კალაძე სამგორში ახალი რეკრეაციული სივრცის პროექტს გაეცნო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის 29-30-31-32 კორპუსებსა და ძმები ოცხელების 25-25 ა-ს მიმდებარედ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„ე.წ. ზეემკას დასახლებაში, დაახლოებით 4 ჰექტარზე მოეწყობა პარკი. ეს არის საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცე, სადაც ძირითადად ავტოფარეხები იყო. 80 ავტოფარეხი დაიშალა ამ პროექტის განხორციელების მიზნით. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს პროექტი, პირველ რიგში, მათთვის კეთდება, რომ ჰქონდეთ სივრცე, სადაც მათი შვილები, შვილიშვილები და თვითონაც დაისვენებენ, განიტვირთებიან. საკმაოდ მასშტაბური პროექტია და მოხარული ვარ, რომ ამ დასახლებაში ასეთი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება“, - განაცხადა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი რევაზ სოხაძე.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე და სასეირნო ბილიკები, ასევე განთავსდება ფანჩატურები. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები: ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი.

სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო პროექტის დასრულება 2025 წლის ზაფხულში იგეგმება.

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ბეჟანიშვილის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული  უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, ფერაძის, გოგიძის, შალიკაშვილის, ნოზაძის, ენუქიძის, ბობ უოლშის,   კვიჭიძის, სოლოღაშვილის, ჩოხელის და  გოგიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის, სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების, 26 მაისის მოედნის, შარტავას, ბახტრიონის, სულაკაურის, ბროლოსანის,   კოსტავას, იყალთოს, ხვიჩიას, ცინცაძის, შროშის, საბურთალოს, იოსებიძის, გოძიაშვილის, იასამნის, ბროწეულის, გაგარინის, გელოვანის, კვერნაძის, აფაქიძის, ალექსიძის, ისაკაძის, არდაზიანის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, ვაზისუბნის, ზოვრეთის, იური ანუას, ოდესის, ოდიშელიძის, ვეძისის და საირმის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის VI კვარტლის, ქავთარაძის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების  მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის, ჭელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ილორის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნოე რამიშვილის და არარატის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების, წმინდა ბარაბარეს უბნის, აეროდრომის დასახლების, თაყაიშვილის, დავითაშვილის, თრიალეთის, ხომლელის, მზითაგორის, კალოუბნის, ქიზიყის, ბაღდავაძის, ლორთქიფანიძის, კაიროს და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბულაძის, ყიფშიძის, გაბაშვილის, მიქელაძის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, ყიფშიძის, აბულაძის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, რუთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კოჯრის ახალი გზის, ლაღიძის, გრიბოედოვის, ბესიკის, მარო მაყაშვილის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს,  ქსნის, თევდორე მღვდელის, გაფრინდაშვილის, ვანის, სანაპიროს და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას.   

ჭანკოტაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად, აეროპორტის დასახლებაში, ჭანკოტაძის ქუჩაზე N48-48ა კორპუსების მიმდებარედ გზის და ეზოს მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ტარდება. 
პროექტის ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი 4250 კვ. მ ფართობზე, ხოლო ბორდიური 3550 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 541 000 ლარი გამოიყო. 
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

თბილისში 6 980-ზე მეტ აბონენტს გაზი არ აქვს

"თბილისი ენერჯის" ცნობით, გლდანში, დიღომსა და ვაზისუბანში 6984 აბონენტს გაზი არ აქვს. როგორც კომპანიაში ამბობენ, გლდანსა და ვაზისუბანში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 15:00 საათზე აღდგება. დიღომში კი 19:00-ზე.