... ... hotnews.ge - დედაქალაქი

ფეხბურთის გამო ავტობუსები ღამის 2 საათამდე იმუშავებს

26 მარტს, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება.

მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მეტრო მუშაობას, 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება.

გარდა ამისა, ავტობუსები – N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N378, N381, N384, N386, N388, N391 და N397 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ.

„დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალურ მატჩს გამართავს. მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება.

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ზონაში მისვლა გულშემატკივარს 19:00 საათიდან შეეძლება.

 

 

ვარკეთილის ზემო პლატოს, II მ/რ-ს მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა, ვარკეთილის ზემო პლატო II მ/რ კორპუსი N20-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოს ახორციელებს.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 100 286 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.
 
 

„დინამო არენაზე“ დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება.

მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება.

გარდა ამისა, ავტობუსები - N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N378, N381, N384, N386, N388, N391 და N397, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ.

„დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალურ მატჩს გამართავს. მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება.

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ზონაში მისვლა გულშემატკივარს 19:00 საათიდან შეეძლება.

ინფორმაციას თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ზონალურ-საათობრივი პარკირება 11 ათასამდე ადგილზე მოქმედებს

2019 წლიდან დღემდე ზონალურ-საათობრივი პარკირება თბილისის 220 ქუჩაზე მოქმედებს. როგორც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ბაგაშვილმა bmg-ის განუცხადა, საუბარია ჯამურად 11 ათასამდე ადგილზე. მისივე თქმით, 1-ელი აპრილიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებულ 1 300-მდე ადგილზეც ამოქმედდება.

„ზონალური პარკირება მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ ეტაპზე ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბანში დაახლოებით 220 ქუჩაზე მეტ ადგილას არის ზონალურ-საათობრივი პარკირება. ეს გულისხმობს 11 ათასამდე საპარკინგე ადგილს, მათ შორის არის რა თქმა უნდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ადგილები, ტაქსებისთვის განკუთვნილი ადგილები, ასევე ელექტრო მანქანების დასამუხტი ადგილები. 1-ელი აპრილიდან უერთდება მას წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე არსებული პარკირება, რაც გულისხმობს 1 300-მდე ზონალურ საათობრივი პარკირების ამოქმედებას.

ეს არის პროცესი და ამ პროცესში იგეგმება საჭიროებიდან გამომდინარე სად უნდა ამოქმედდეს. ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის იმაზე თუ რამხელაა მობილობა. ზონალურ-საათობრივი პარკირება ქალაქის სხვადასხვა უბნებს კიდევ დაემატება თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული დაგეგმილი ქუჩები არ გვაქვს.

მიზანი არის საპარკინგე ადგილების ეფექტურად და თანაბრად გამოყენება, ამიტომ ნადვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს.“ - განაცხადა ბაგაშვილმა.

მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დიდუბის რაიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობასთან დაკავშირებული შეფერხებების პრევენციისთვის, მუნიციპალურ პავილიონებს დროულად მიმართონ და საკუთარი ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დაარეგისტრირონ.

გასულ წელს bmg-ითვის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები თანხობრივად ასე ნაწილდებოდა:

2021 წელს - 6 164 730 ლარი;

2022 წელს - 12 840 530 ლარი;

2023 წელს (1 მაისამდე) – 10 923 500 ლარი.

 

 

წყარო:bm.ge

ჩუღურეთის რაიონის ნაწილს წყალი არ აქვს - აღდგენის დრო

GWP-ის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, გორკის და გოცირიძის კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 00:45-დან 12:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა:

  • ჩიქობავას, ქვლივიძის, გოცირიძის, ტერ. გრანელის, ბენაშვილის, მამარდაშვილის , არაგვისპირელის , ვერჰანის , ბუხაიძის , გორკის , ჩაისუბნის , კუმისის , თოიძის , წმინდა ნიკოლოზის, ნ. ჩხეიძის, მარჯანიშვილის N53-67-(ლუწებს), N46-56(ლუწებს). ჩიტაიას N46-56(ლუწებს) N 1- 7(კენტებს). მარჯანიშვილის შეს. ადიგენის, ახალციხის, ნათიშვილს, ოსიაურის, ლენტეხის, კალანდარიშვილის, ციმაკურიძის, შურდულის და ანთელავას ქუჩებს.

დიღმის ნაწილს გაზი არ აქვს - აღდგენის დრო

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, დიღომში ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 276 აბონენტს. როგორც კომპანიაში ამბობენ, გაზის მიწოდება 15:00 საათზე აღდგება. 

 

 

ვარკეთილი-3-ის მესამე მ/რ-ში სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა

ვარკეთილი-3 ის III მ/რ-ში, კორპუსი 342-343 მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე ეწყობა. პროექტის ფარგლებში, კეთილმოწყობის სამუშაოები 4 162 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.
აღნიშნულ სივრცეში დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, სანაგვე ურნებისა და მოსასვენებელი სკამების განთავსება. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი წყლის სისტემები, ასევე გამწვანდება ტერიტორია.
 სამუშაოებისთვის, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია „ალგე ჯგუფი“ ახორციელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 636 842 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან ერთად გაეცნო.

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს - ჩამონათვალი და აღდგენის დრო

​​​​​​თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

  • ვაკის რაიონში, 21/03 22:10-დან 22/03 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ვაჟა-ფშაველას 1კვ. N1-დან N26-ს ჩათვლით.

  • საბურთალოს რაიონში, 21/03 22:00-დან 22/03 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: თინათინის N15-N21 (კენტი) N16-N22 (ლუწი), ფატმანი N2-N52 (ლუწი), N1-N45 (კენტი), ავთანდილი N19-N23 (კენტი), N20-N26(ლუწი) დ რამაზის ქუჩას (სრულად). აღნიშნულ არეალს დაემატა: დავარის, ასმათის, ვეფხისტყაოსნის ქუჩები.

  • კრწანისის რაიონი, 21/03 11:00-დან 22/03 08:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: აბესაძის ქ. ჩიხებით; საიათნოვას ქ; ანტ.კათალიკოსის ქ. ჩიხით; ივერიის ქ. ჩიხით; გრიგოლ ხანძთელის ქ;  კოტე აფხაზის ქ. 1-27. 2-16; კალისტრატე ცინცაძის ქ. 2-4. 1-7; ვახტანგ ბერიძის ქ; შალვა დადიანის ქ. 2-4. პუშკინის ქ. 1.

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II, IV კვარტლების, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, ხომლის, ნუცუბიძის, ბახტრიონის და იყალთოს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, ბობ უოლშის, კვიჭიძის და ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და სოფელი წავკისის მოსახლეობას.

1-ელი აპრილიდან წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დიდუბის რაიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობასთან დაკავშირებული შეფერხებების პრევენციისთვის, მუნიციპალურ პავილიონებს დროულად მიმართონ და საკუთარი ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დაარეგისტრირონ.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რომ 1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ვგეგმავთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებას. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აქტიურობისკენ. ტერიტორიაზე განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაგეხმარებიან საკუთარი ავტომობილების სანომრე ნიშნების რეგისტრაციაში იმისთვის, რომ ვინც წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობთ, ავტომანქანის გაჩერება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური პავილიონები 31 მარტის ჩათვლით, განთავსებულია შემდეგ მისამართებზე: წერეთლის გამზირი N118 (საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარედ); წერეთლის გამზირი N12ა-ს მიმდებარედ; წერეთლის გამზირი N116; წერეთლის გამზირი N76; წერეთლის გამზირი N48; წერეთლის გამზირი N140 (მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ); წყალტუბოს ქუჩა N10. აღნიშნული პავილიონები მუშაობს ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 09:00-დან 18:00 საათამდე.

23 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმე მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

23 მარტიდან N293, N387, N393, N305, N319, N321 და N336 მარშრუტებს 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოთხი კვირის განმავლობაში, ავტობუსები, ჯამში, 24 მარშრუტს დაემატება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გვაქვს სიახლეები. ჩვენ უკვე შემოვიყვანეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. 50 ავტობუსი უკვე დედაქალაქს ემსახურება. ამჯერად კი, 24 მარშრუტს გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, რათა მოცდის დრო შევამციროთ და მეტრი მგზავრის გადაყვანა შევძლოთ. პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირა გაგრძელდება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, ავტობუსები გადანაწილდება შვიდ მარშრუტზე: N293 მარშრუტზე მოძრავი „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით და მოლოდინის დრო შემცირდება 10 წუთამდე; N387 მარშრუტზე „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების ნაცვლად, „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, რის შედეგადაც, ინტერვალი იქნება 11 წუთი; N393 მარშრუტზე მოძრავი „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები, ჩანაცვლდება „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსებით და ინტერვალი 20 წუთიდან შემცირდება 15 წუთამდე.

გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, ავტობუსების დამატებით, N305 მარშრუტზე მოლოდინის დრო გახდება 8 წუთი, N319 მარშრუტზე - 7 წუთი, N321 მარშრუტზე -10 წუთი, N336 მარშრუტზე - 9 წუთი.

 

დიდუბის რაიონის ნაწილს გაზი არ აქვს - აღდგენის დრო

“თბილისი ენერჯის" ცნობით, დიდუბის რაიონის ნაწილსბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, გაზის მიწოდება გუშინ 20 მარტს, 22:00 საათზე შეწყდა და დღეს,21 მარტს 14:00 საათზე აღდგება.