... ... hotnews.ge - საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

16 მაისს ქუთაისში +20 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ფოთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +16 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში იწვიმებს, დღე +7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +9, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +19 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაზარე გრიგორიადისს აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება და სიწითლე - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის რწმუნებულები 15 მაისის აქციაზე დაკავებულ 16 პირს შეხვდნენ, რომელთაგან 3 პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.

აპარატის ცნობით, არასათანოდო მობყრობის ფაქტზე მიუთითებს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისიც, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე.

"სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის სამ იზოლატორში და შეხვდნენ 15 მაისის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 16 პირს.

სამი მათგანი მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით.

მათ შორის, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს ლაზარე გრიგორიადისი,  რომელსაც  ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე.
სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს გამოძიების მონიტორინგს.

აპარატი აგრძელებს სხვა დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენას, მათი მონახულებისა და უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით" - წერია განცხადებაში.

გოდერძის უღელტეხილზე თოვს - აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა

თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 მაისს ქუთაისში +23 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

უნალექო დღეა ფოთში. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს

მესტიაშიც წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაში უნალექო დღეა. დღე +20 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +22 იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმს, დღე +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია ომალოში. დღისით +11, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +22 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ, მთელი საქართველო - მეუფე სტეფანე

17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ, მთელი საქართველო, დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა იქ უნდა ვიყოთ, თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ჩვენი ერთსულოვნებით, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა.

„ახლაც, ამ დღეებში არაერთხელ ითქვა ეკლესიიდან, როგორ არის მართალი და რა არის ღვთის წინაშე ჭეშმარიტი. 17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ, მთელი საქართველო, დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა იქ უნდა ვიყოთ, თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ჩვენი ერთსულოვნებით. უნდა ვიყოთ ქაშუეთში, თუ არ დავეტევით, გარეთ ვიქნებით. რამდენადაც შესაძლებელია, თუ გინდა მთელი ქუჩა და მოედნები გაივსოს, იყოს. გახმოვანება ჩაირთვება და ყველა დადგება იმ პარაკლისზე, რომელიც ერის სიცოცხლისთვის უნდა ითქვას. უწმინდესის ლოცვა-კურთხვევაა, რომ ვინც ვერ წამოვა, ადგილებზეც იყოს პარაკლისი. ახლა არის ის მომენტი, როდესაც უნდა იყოს ერთობა. არა ერთობით ბოროტებაში, არამედ ერთობით ღვთის წინაშე. იქ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, რომლითაც ჩვენ ქრისტიანები ვართ. ღვთის წინაშე უნდა გამოვჩნდეთ, უფალმა უნდა დაგვინახოს, რომ ჩვენ ის კეთილი ნაყოფი გამოვიღეთ, რომელიც მან დათესა“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

20 მაისს პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება - ვადები და წარსადგენი დოკუმენტები

20 მაისს 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთაო საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

საყოველთაო რეგისტრაცია დილის 09:00 საათიდან დაიწყება.

2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები,რომლებსაც 6 წელი 1-ელდეკემბრამდეშეუსრულდებათ.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, 16 მაისამდე პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს და რეგისტრირდებიან ისინი, რომელთა:

ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ საჯარო სკოლაში;
ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;
გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის საჯარო სკოლის პირველ კლასში.
მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

რეგისტრაციის IV ეტაპი – 27 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

შესაძლებელია წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები - გაფრთხილება ამინდის შესახებ!

14 მაისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ სააგენტოში.

15 მაისიდან ტემპერატურა ქვეყანაში შედარებით მოიმატებს და დათბება.

 

მიუღებელია, რომ ლექტორები უარს ამბობენ მოვალეობის შესრულებაზე - 36 უნივერსიტეტის რექტორი

საქართველოს 36 უნივერსიტეტის რექტორი, მათ შორის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. უნივერსიტეტების განცხადებით, მიუღებელია, რომ ზოგიერთი ლექტორი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს, ლექციების ჩატარებაზე.

რუსული კანონის განხილვის გამო 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორების ნაწილი გაიფიცნენ და უარს ამბობენ სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე. 13 მაისს ფორმულა წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ განათლების სამინისტრო უნივერსიტეტების რექტორებისგან სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილის გაფიცვის დაგმობას ითხოვს.

რექტორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც იმეორებს წყაროს მიერ მოწოდებულ ტექსტს, ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს, ამას კი ისინი "სტუდენტების ინტერესების" დაცვის მოტივით ხსნიან.

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. ლექტორთა მიერ სასწავლო პროცესის შეფერხება, ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიზნების რეალიზებას და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესრულებაზე.

თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

თუკი ჩვენი განზრახვაა უკეთესი საქართველო, ამის მიღწევის ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა ხარისხიანი განათლების მიღება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

თითოეული ჩვენგანის ვალია, ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი სტუდენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რაც დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

4. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

5. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

7. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

8. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

9. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

10. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

11. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

12. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

13. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

14. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

15. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

16. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

17. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია

18. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ

19. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

20. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

21. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

22. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

23. კავკასიის უნივერსიტეტი

24. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

25. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

26. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

27. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი

28. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

29. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

30. ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი

31. ევროპის უნივერსიტეტი

32. ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი

33. თბილისის თავისუფალი აკადემია

34. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი

35. ახლი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი

36. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი

37. აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი

38. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

13 მაისს ფორმულა წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ განათლების სამინისტრო უნივერსიტეტების რექტორებისგან სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილის გაფიცვის დაგმობას ითხოვს.

წყაროს ცნობით, განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს გაუგზავნა დოკუმენტი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ "საგანმანათლებლო სივრცე დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკისგან" - უწყება რექტორებისგან ამ განცხადებაზე ხელის მოწერას ითხოვს.

განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ ტექსტში წერია, რომ უნივერსიტეტებისთვის "კატეგორიულად მიუღებელია მათი სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება".

დღეს რექტორების მიერ გავრცელებული განცხადება წყაროს მიერ მოწოდებული განცხადების ტექსტს. 

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის (1166-1213 წწ.) ხსენების დღეს აღნიშნავს.

თამარი მისმა მამამ, გიორგი მესამემ სიცოცხლეშივე მეფედ გამოაცხადა. მაშინ იგი 12 წლის იყო და 5 წელი მამასთან ერთად წარმართავდა ქვეყნის საქმეებს. მისი მეფობის წლებში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო გახდა, რომელსაც ანგარიშს უწევდა ქრისტიანული დასავლეთიც და მაჰმადიანური აღმოსავლეთიც. თამარის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ფიტარეთი, ქვათახევი, ბეთანია და სხვა არაერთი ეკლესია-მონასტერი. ღვთისმოშიში მეფის სახე სწორედ რამდენიმე ტაძრის ფრესკამ შემოინახა.

თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია. ზოგიერთი ისტორიული წყარო თამარ მეფის საძვალედ გელათს ასახელებს, ზოგიც - იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.

ეს დღე განსაკუთრებული ზეიმით დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღინიშნება, რადგან გადმოცემით, თამარ მეფემ ჯვარი სწორედ ამ ეკლესიაში დაიწერა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მეფე თამარს ასევე, აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედებთან ერთად მოიხსენიებს, რადგან ის თავისი ცხოვრებით ემსახურა უფალს.

ცენტრი აქციისა და პოლიციის კორდონის გამო დაიკეტა - ბრიტანეთის საელჩოს განცხადება

ბრიტანეთის საელჩო განმარტავს თბილისში სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრი პარლამენტთან ახლოს მდებარეობს და ის დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო დაიკეტა.

საელჩო ამბობს, რომ სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება.

"ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით.

გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო.

ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან.

სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება", - წერია განცხადებაში.

ბრიტანეთის სავიზო სააპლიკაციო ცენტრი თბილისში დროებით იკეტება

ბრიტანეთის საელჩომ დღეს, 13 მაისს განაცხადა, რომ  სავიზო სააპლიკაციო ცენტრი თბილისში დროებით დაიკეტა.

"ყურადღება!

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სავიზო სააპლიკაციო ცენტრი თბილისში, ბესიკის 4 ნომერში დროებით დაკეტილია", - წერია საელჩოს განცხადებაში.

სავიზო ცენტრის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ცენტრი შემდგომ გაფრთხილებამდე დახურული რჩება.

 

პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისთვის - საპატრიარქო

პატრიარქის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განმარტებაშია ნათქვამი.

როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, აღნიშნული მიმართვის პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტაციის მცდელობა არის არასწორი და ლოცვის არსის დამახინჯება.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ა.წ. 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის. ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯება. შევთხოვთ უფალს, მშვიდობით აკურთხოს საქართველო“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განმარტებაში.