... ... hotnews.ge - რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენს 9 მაისს შეხვდება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენს 9 მაისს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აშშ-ში 9 მაისს შეხვდება.  ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ეს იქნება თურქეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი თეთრ სახლში. შეხვედრის დამატებითი დეტალები უცნობია.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლიდერები განიხილავენ ისრაელ-„ჰამასის“ ომს, ასევე თურქეთის მიერ ამერიკისგან F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენის საკითხს.

შეგახსენებთ, ერდოღანი აშშ-ს ბოლოს 2019 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეწვია.

YOU MAY LIKE