... ... hotnews.ge - დაიჯესტი

ტამპონებში 15-ზე მეტი „ტოქსიკური ლითონი“ აღმოაჩინეს - კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, დარიშხანი, ტყვია და უფრო მეტი ტოქსიკური ლითონები აღმოაჩინეს ტამპონების მრავალ ბრენდში.

Environment International- ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მკვლევრებმა დაათვალიერეს 14 ბრენდის 18 პროდუქტის ხაზი და აღმოაჩინეს „რამდენიმე ტოქსიკური ლითონის კონცენტრაცია" .

კვლევამ კონკრეტულად მოიძია დარიშხანი, ბარიუმი, კალციუმი, კადმიუმი, კობალტი, ქრომი, სპილენძი, რკინა, მანგანუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ტყვია, სელენი, სტრონციუმი, ვანადიუმი და თუთია. ტამპონში „16-ვე ლითონის გაზომვადი კონცენტრაცია აღმოჩნდა".

„ტყვიის კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო არაორგანულ ტამპონებში, ხოლო დარიშხანი უფრო მაღალი იყო ორგანულ ტამპონებში“, - ნათქვამია კვლევაში.

მკვლევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ „ვაგინალურად შეწოვილი ქიმიკატები არ განიცდიან პირველად მეტაბოლიზმს და დეტოქსიკაციას ღვიძლის მეშვეობით“ და ამის ნაცვლად, „პირდაპირ შედიან სისტემურ მიმოქცევაში“.

კვლევაში გამოყენებული ბრენდები არ იყო დასახელებული, თუმცა მათი შეძენა შესაძლებელი იყო აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და საბერძნეთში. როგორც კვლევაში ნათქვამია, „რეგულაციები აშშ-ში, ევროკავშირში და დიდ ბრიტანეთში, რომლებიც იცავს მომხმარებლებს ტამპონების პოტენციური დამაბინძურებლებისგან, თითქმის არ არსებობს და არც ერთი მთავრობა არ სთხოვს მწარმოებლებს, შეამოწმონ თავიანთი პროდუქტები მავნე ქიმიკატებზე, მათ შორის ლითონებზე”.

ყავა გულისთვის სასარგებლოა?

დღეში ერთი ან მეტი ფინჯანი შავი ყავა გულის უკმარისობის რისკს ამცირებს - განაცხადეს ამერიკელმა მკვლევარებმა. აშშ-ის გულის ასოციაცია ამ დასკვნამდე სამი მასშტაბური კვლევის შედეგების შეჯამების შემდეგ მივიდა. კვლევებში, დაახლოებით, 21 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ერთ-ერთი კვლევა კი 72 წელი მიმდინარეობდა. სწავლულებმა დაადგინეს, რომ ყავის მსმელებს შორის გულის უკმარისობის რისკი 5-დან 12%-მდე ნაკლებია იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ყავას არ მიირთმევენ. თუ ადამიანი დრეში ორ ფინჯან მატონიზირებელ სასმელს მიირთმევს, ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შედეგი მხოლოდ შავი, უშაქრო ყავის მოხმარების შემდეგ მიიღწევა. გულის უკმარისობის რისკს არც უკოფეინო ყავა ამცირებს. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, მიღებული შედეგები მათთვის გასაკვირი აღმოჩნდა.

„ფასტფუდი“ მეხსიერებას აქვეითებს

ამერიკელმა სწავლულებმა ლაბორატორიულ თაგვებზე ჩაატარეს კვლევები და აღმოაჩინეს, რომ რაციონში დიდი რაოდენობით ცხიმიანი და ტკბილი საკვები სამუდამოდ აუარესებს ინფორმაციის დამახსოვრების უნარს. მღრღნელებს სხვადასხვა ადგილას ახალი ობიეტების ათვისებას სთავაზობდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში, მათ ისეთივე გარემო შეუქმნეს, როგორც პირველ დღეებში და მხოლოდ ერთი ახალი საგანი დაუმატეს.

თაგვებმა, რომლებიც არაჯანსაღ საკვებს ჭამდნენ, ვერ გაიხსენეს, სად და რა ნახეს. მღრღნელები საკონტროლო ჯგუფიდან კი ადვილად სცნობდნენ ნანახ საგნებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მოზარდობის პერიოდში ასეთი კვებითი რაციონი ადამიანს მსგავს შედეგებამდე მიიყვანს და ის ვეღარასდროს გამოსწორდება, თუნდაც შემდგომში ჯანსაღ კვებაზე გადავიდეს.

მსოფლიოში პირველად, ადამიანის თავის ქალაში ეპილეფსიის გასაკონტროლებელი მოწყობილობა დამონტაჟდა

მძიმე ეპილეფსიით დაავადებული ბიჭი გახდა პირველი პაციენტი მსოფლიოში, რომელმაც გამოცადა თავის ქალაში ჩამონტაჟებული ახალი მოწყობილობა ეპილეფსიური შეტევების გასაკონტროლებლად.

ნეიროსტიმულატორმა, რომელიც აგზავნის ელექტრულ სიგნალებს ტვინის სიღრმეში, ორან ნოულსონის დღიური კრუნჩხვები 80%-ით შეამცირა.

პაციენტის დედამ, ჯასტინმა BBC-თან საუბრისას განაცხადა, რომ ის უფრო ბედნიერია და „ცხოვრების ხარისხი გაუუმჯობესდა“.

ოპერაცია ლონდონის Great Ormond Street-ის საავადმყოფოში ოქტომბერში ჩატარდა. მაშინ პაციენტი 12 წლის იყო.

ორანს აქვს ლენოქს-გასტაუს სინდრომი, ეპილეფსიის მკურნალობისადმი რეზისტენტული ფორმა, რომელიც მას 3 წლის ასაკში განუვითარდა. მას ყოველდღიურად 20-დან 100–მდე შეტევა ემართებოდა.

ორანის დედამ ოპერაციამდე ისაუბრა, თუ როგორ დომინირებდა ეპილეფსია მისი შვილის ცხოვრებაზე: „ამ დაავადებამ მას მთელი ბავშვობა წაართვა“.

მან აღნიშნა, რომ ორანს შეტევები სხვადასხვა ფორმით ჰქონდა, მათ შორის დაცემითა და გონების დაკარგვით. ზოგჯერ სუნთქვას წყვეტდა და საჭირო ხდებოდა მისი სასწრაფო რეანიმაცია.

გარდა ეპილეფსიისა, ორანს ასევე აქვს აუტიზმი და ADHD, მაგრამ ჯასტინი ამბობს, რომ ეპილეფსია მათ შორის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა: „მე მყავდა ჯანმრთელი 3 წლის ბავშვი, შეტევების დაწყებიდან რამდენიმე თვეში მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა და დაკარგა ბევრი უნარი“.

აშშ-ში წლის ყველაზე უშნო ძაღლი აირჩიეს

პეკინესი ვაილდ ტენგი წლის ყველაზე უშნო ძაღლად აღიარეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ძაღლს ყოველთვის აქვს გამოყოფილი ენა, იმის გამო, რომ 10 წლის ასაკში მან ჭირი გადაიტანა. დაავადების გამო ძაღლს კბილები აღარ გაეზარდა და კუნთები სწორად აღარ უმუშავებს.

ტენგი კონკურსში უკვე მეხუთედ მონაწილეობს, თუმცა ეს მისი პირველი გამარჯვებაა. ძაღლი და მისი პატრონი ჯილდოს სახით 5 ათას დოლარს მიიღებენ.

მსოფლიოს ყველაზე უშნო ძაღლის გამოსავლენად კონკურსი აშშ-ში, კალიფორნიის შტატ პეტალუმში უკვე 50 წელია ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, კონკურსი დეფექტიან ძაღლებს პატრონების პოვნაში ეხმარება და აჩვენებს, რომ სიყვარულს ყველა ძაღლი იმსახურებს.

შარშან კონკურსის გამარჯვებული სკუტერი გახდა.

მეთევზეებს ნაგვის „დაჭერაში“ ფულს გადაუხდიან

ინდონეზიელებმა ოკეანის ნაგვისგან გასაწმენდად უჩვეულო პროგრამა დაიწყეს. ერთი თვის განმავლობაში, ქვეყნის საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის სამინისტრო 10 დოლარს გადაუხდის კვირაში მათ, რომლებიც ყოველდღიურად, წყალში 4 კილოგრამ ნაგავს „დაიჭერს“. ამ აქციაში მონაწილეობის სურვილი უკვე 1700-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, იქაური მეთევზეები კვირაში 9 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, ამიტომ ხელისუფლების წინადადება მათთვის ხელსაყრელია. აღსანიშნავია, რომ ინდონეზია ოკეანის პლასტმასით დაბინძურების ლიდერია მსოფლიოში. სპეციალისტთა გათვლებით, პოლიმერული ნარჩენების გადაყრა თუ ასეთი ტემპებით გაგრძელდება, 2050 წლისთვის, ნაგვის მასა ოკეანეში თევზის მასას გადააჭარბებს.

ახალი ტიპის ანტობიოტიკი შექმნეს

შვედმა სწავლულებმა შეიმუშავეს GMPcides - ანტიბიოტიკების ახალი ტიპი, რომელიც მკურნალობის მიმართ მდგრად ბაქტერიებსაც ანადგურებს. მათ შორის, იმ მიკროორგანიზმებსაც, რომლებიც საავადმყოფოს შიგნით ინფექციებს იწვევს. პრეპერატი თავსებადია სხვა წამლებთან. მკვლევართა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ახალი ანტიბიოტიკები არა მხოლოდ აჩერებენ მიკრობების დაყოფას და გამრავლებას, არამედ, კლავს კიდეც მათ. სიახლე ეფექტურია ვანკომიცინ-რეზისტენტული ენტეროკოკების მიმართაც. ბაქტერიების ეს ტიპი აშშ-ის დაავადებების კონტროლის ცენტრმა მსოფლიო ჯანდაცვისთვის სერიოზულ საფრთხედ აღიარა.

ბოსტნეულის კაფსულებს ამზადებენ

ისრაელის კომპანია FoodTech ANINA Culinary Art უნიკალურ მზა კერძებს უშვებს, რომელიც ეგრეთ წოდებული, „მახინჯი“ ბოსტნეულისგან, კაფსულების სახითაა დამზადებული. მას მხოლოდ მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება სჭირდება და სადილიც მზად იქნება. ამ გზით, კომპანია ინოვაციური ტექნოლოგიების, დიზაინის სფეროში გამოცდილებისა და კულინარიის ცოდნის წყალობით, საკვების ნარჩენების შემცირებისთვის იბრძვის და გვაჩვენებს, რომ ულამაზო პროდუქტების გადამუშავებით გემრიელი კერძების მომზადება შეიძლება. კაფსულის გარე გარსი გამშრალი ბოსტნეულის ან ხილისგან შედგება, შიგნითა ნაწილი კი სხვადასხვა ნატურალურ პროდუქტს შეიცავს, რომელიც რეცეპტების მიხედვით იცვლება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია Pasta Primavera (ბოსტნეული, იტალიური ბალახეული და მაკარონი), ასევე, ხმელთაშუა ზღვის ჯამი (ბოსტნეული, ბულგური და შავი ოსპი) და ვიეტნამური ჯამი (ბრინჯის ლაფშა და ბოსტნეული). ყოველი კაფსულა შეიცავს მცენარეულ საკვებს, რომელიც მდიდარია ცილებით, უჯრედისით, საღებავისა და კონსერვანტების გარეშე. ეს ადამიანის კვების დღიური ნორმის 40%-ს შეადგენს. ისრაელში წარმატებული სტარტის შემდეგ, კომპანია მის განვითარებას სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.

 

ჰაერის დაბინძურება ქალებს ასუქებს

ჰაერის დაბინძურება გავლენას ახდენს ქალების წონაზე, სხეულის მასის ინდექსზე, წელის გარშემოწერილობასა და ცხიმდაგროვებებზე. სუსტი სქესის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც გამუდმებით სუნთქავენ მცირე ნაწილაკებით, აზოტის დიოქსიდიტა და ოზონით, ორგანიზმში ცხიმის შემცველობა მაღალი და ნაკლები კუნთოვანი მასა აქვთ. ასეთი დასკვნები ამერიკელმა სწავლულებმა გააკეთეს, მიჩიგანის უნივერსიტეტიდან. მათ სხვადასხვა რასის წარმომადგენელი, 1.7 ათასი ქალის მონაცემები გააანალიზეს, რომელთაც რვა წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. დაბინძურებული ჰაერის გამო, ქალების სხეულში 5%-ით მეტი ცხიმი დაგროვდა. მკვლევარების განცხადებით, მავნე ატმოსფერული ნაწილაკების გავლენის კომპენსირება ფიზიკური აქტივობითაა შესაძლებელი.

ჩინოვნიკებს რთული ფრაზები აუკრძალეს

ახალი ზელანდიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ჩინოვნიკებს, მოქალაქეებთან კომუნიკაციისას, რთული ლექსიკისა და ვიწრო სპეციალიზაციის ტერმინების გამოყენებას უკრძალავს. ვარაუდობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მარტივი ენით ნათქვამს უკეთესად გაიგებენ მიგრანტები, დაბალი განათლებისა და ინტელექტის მქონე ადამიანები. ოპოზიციამ „მარტივი ენის კანონი“ გააკრიტიკა და პირობა დადო, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მას გააუქმებს. პოლიტიკოსები თვლიან, რომ ეს აკრძალვა კიდევ უფრო მეტ ბიუროკრატიას ბადებს - ახლა ჩინოვნიკებს თვალ-ყური უნდა ადევნონ და მათი კომუნიკაცია გააანალიზონ.

„ძილის ტურიზმი“ პოპულარობას იძენს

მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა კურორტსა თუ სასტუმროებში, ძილზე ორიენტირებული სულ უფრო მეტი სერვისი ჩნდება. ბევრია ტურისტი, რომელსაც უბრალოდ სურს, რომ კარგად გამოიძინოს და ასე გამოიკეთოს ჯანმრთელობა. დასვენების ასეთი ფორმა განსაკუთრებით პოპულარული კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გახდა. შედეგად, ბევრმა მსხვილმა მოთამაშემ სასტუმროების ინდუსტრიაში, ყურადღება გადაიტანეს მათზე, რომლებიც გამოძინებას ვერ ახერხებენ. მაგალითად, ტურისტებს სთავაზობენ ნომრებს, რომლებიც ინოვაციური ხმის იზოლაციით არის აღჭურვილი, ან გაუმჯობესებული საწოლები აქვთ, ასევე სპეციალური პირობებია მედიტაციისა და რელაქსისთვის, არის არომათერაპია და ბალახეული სასმელები.

 

ლუდის ბოთლი ქაღალდისგან

ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ - Carlsberg Group სასმელისთვის ბიოხრწნადი ბოთლები შექმნა. ეკოლოგიური სიახლე ბრენდმა კოპენჰაგენში წარმოადგინა. ახალი ბოთლი ორი სახისაა. ფორმით ორივე ჩვეულებრივ ლუდის ტარას ჰგავს და სლოგანი აქვს ამოტვიფრული ზედაპირზე. ბოთლები ხის ბოჭკოებისგან შექმნილი ქაღალდით დაამზადეს. ერთი მათგანის შიდა ზედაპირი პოლიეთილენ-ტერეფტალაის ფენით არის დაფარული, მეორის - პოლიეთილენ-ფურანოატის. ცნობილი კომპანია, ჯერჯერობით, ახალ ბოთლებს ტესტავს, „იდეალური ვარიანტის“ საპოვნელად. ბოთლების მასობრივ წარმოებაზე ჯერ არაფერი თქმულა. კომპანიის მესვეურთა განცხადებით, ხისგან შექმნილი ტარა გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე შუშის ბოთლები ან ალუმინის ქილები.