... ... hotnews.ge - ყვითელი News

კანიე უესტის მეუღლე პაპარაცებმა კვლავ საცვლებისამარა დააფიქსირეს

კანიე უესტის მეუღლე, ბიანკა სენსორი პაემანზე მიმავალი პაპარაცებმა კვლავ საცვლების ამარა დააფიქსირეს. 

კანიე უესტი და ბიანკა სენსორი პაპარაცებმა ლოს ანჯელესში სადილზე მიმავალი ნახეს. სენსორი კვლავ ნახევრად შიშველი, კოლგოტითა და საცვლებით იყო შემოსილი.

უესტისა და სენსორის ქორწინებაზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც საზოგადოება ალაპარაკდა, რომ ბიანკა სენსორი კანიესთან ყოფნისთვის რეპერის წესებს ემორჩილება. გავრცელებული ინფორმაციით, ბიანკას საუბარი ეკრძალება, უნდა ჩაიცვას ის, რასაც კანიე უესტი შეურჩევს და ის საკვები მიირთვას, რომელსაც კანიე გადაწყვეტს. გარდა ამისა, მოდელი კანიეს დაჟინებული მოთხოვნით ყოველდღე ვარჯიშობს, მიუხედავად იმისა, რომ რეპერი თავად არ მიჰყვება ჯანსაღი ცხოვრების წესს. წყაროს თქმით, „ბიანკას საკუთარი აზრი აღარ გააჩნია“ და მხოლოდ კანიეს ემ

შორტი, რომელიც მუჰამედ ალის ჯო ფრეიზერის წინააღმდეგ მატჩში ეცვა, აუქციონზე გაიყიდება

შორტი, რომელიც „კრივის მეფეს“, მუჰამედ ალის ჯო ფრეიზერის წინააღმდეგ ლეგენდარული ბრძოლის დროს ეცვა, აუქციონზე გაიყიდება. Sotheby's-ის ინფორმაციით, ლოტის სავარაუდო ღირებუელბა 4-6 მილიონი დოლარია, აუქციონი კი 12 აპრილს გაიმართება.

ბრძოლა, რომელსაც „თრილერი მანილაში“ უწოდეს, ფილიპინების დედაქალაქში 1975 წლის 1 ოქტომბერს შედგა. ეს ალისა და ფრეიზერის სამმატჩიანი დაპირისპირების კულმინაციად იქცა და მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლად მიიჩნევა.

ფრეიზერისა და ალის ბრძოლა თითქმის 14 რაუნდს გაგრძელდა, რის შემდეგაც ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მუჰამედ ალიმ მოიპოვა.

51 წლის კამერონ დიასს მეორე შვილი შეეძინა

51 წლის კამერონ დიასს მეორე შვილი შეეძინა. როგორც მსახიობი Instagram-ის საკუთარ გვერდზე წერს, ბიჭუნას კარდინალი დაარქვეს.

კამერონ დიასს და მის მეუღლეს, ბენჯი მედენს 4 წლის ქალიშვილი რედიქსიც ჰყავთ.

 

 

Dr. Dre-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

ლეგენდარულ ამერიკელ რეპერს Dr. Dre-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ამის შესახებ ABC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიას რეპერის არანაკლებ ცნობილი კოლეგები - ემინემი, 50 Cent-ი და სნუპ დოგი დაესწრნენ. Dr. Dre-მ თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს მადლობა გადაუხადა.

„წლების განმავლობაში თქვენი მხარდაჭერისთვის მადლიერი ვარ. ბევრ თქვენგანთან ერთად გავიზარდე. თითქმის 60 წლის ვარ და თქვენ კვლავ ჩემთან ერთად ხართ. მე ამას ვაფასებ. ძალიან დიდი მადლობა. გაჩერებას არ ვაპირებ“, - განაცხადა რეპერმა საზეიმო ცერემონიაზე.

ანდრე იანგი (სწორედ ეს არის Dr. Dre-ს ნამდვილი სახელი და გვარი) ცნობილია, როგორც ბევრი რეპერის პროდიუსერი, მათ შორის სნუპ დოგის, ემინემის, 50 Cent-ის და Game-ის. Dr. Dre ითვლება დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპის ქვეჟანრის, ჯი-ფანკის მთავარ პოპულარიზატორად.

„დედას პირადი ცხოვრება არ ჰქონია, მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა.. “ - ნუცა ბუზალაძე

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ „რუსთავი 2“-ის რუბრიკაში „დედას“, დედასთან ურთიერთობასა და მასთან დაკავშირებულ მოგონებებზე ისაუბრა.

როგორც ნუცამ აღნიშნა, მას „არავინ ჰყავს დედაზე უფრო ახლოს ცხოვრებაში“.

„პირველ რიგში, დედა ჩემთვის საუკეთესო მეგობარია. მადლიერი ვარ სამყაროსი და ღმერთის, რომ ასეთი ადამიანი არის დედაჩემი.

როდესაც ერთი წლის ვიყავი დედა მამას დაშორდა, მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მიყვარს, უბრალოდ ერთად ვერ იცხოვრეს, ამის გამო სულ დედასთან ვიყავი, მთელი ცხოვრება ერთად ვართ. 17 წლამდე დედასთან ერთად მეძინა, მარტო ძილი არ შემეძლო.

ყოველთვის ისეთ გარემოს მიქმნიდა, რომ თავი პრინცესად მეგრძნო. დედა საერთოდ არ იყო მკაცრი, ასეთი ახლო ურთიერთობა რომ გვქონდა, მეგობრული საუბრით იმდენად ვემორჩილებოდი, რომ არ სჭირდებოდა ზედმეტი ყვირილი.

ბავშვობაში ეზოში ერთ ბიჭს ვეპრანჭებოდი, ჩვენს მეზობლად გადმოვიდა გოგო, მასაც მოეწონა და ეს გოგო ვცემე, მაშინ დედა ძალიან გამიბრაზდა, მერე ბოდიში მომახდევინა – ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, მას შემდეგ არაფერი დამიშავებია.

პატარა რომ ვიყავი დიდად არ მაქებდა, 20 წლის შემდეგ სულ მაქებს და მეუბნება: „ნომერ პირველი ხარ“, „აბა, შენ იცი“, „შენ ხომ იცი, რასაც იზამ“, – სულ ასეთ სამოტივაციო ფრაზებს მეუბნება.

ჩემს წარმოსახვაში დედა თეთრი ფერის არის, ძალიან ნათელი ადამიანია, ბოროტება არ აქვს.

ერთ-ერთ პროექტში ერთად ვიმღერეთ და არ მავიწყდება, როგორ ნერვიულობდა სცენაზე, ეს იყო ჩემი ყველაზე ტკბილი მოგონება.

მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა, დედაჩემს არ ჰქონია პირადი ცხოვრება, მამაჩემის შემდეგ არ მახსოვს არც ერთი ადამიანი მის გვერდით. მადლობა მას იმისთვის, რომ სიყვარული მასწავლა“, – აღნიშნა ნუცა ბუზალაძემ.

Lamborghini-ს ლეგენდარული დიზაინერი მარჩელო განდინი 85 წლის გარდაიცვალა

დღეს საავტომობილო ინდუსტრიისთვის გლოვის დღეა. 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი მარჩელო განდინი, რომლის კალამს არც მეტი, არც ნაკლები ისტორიაში პირველი სუპერქარი - Lamborghini Miura ეკუთვნის. Miura-ს ხშირად მოიხსენიებენ ყველა დროის ყველაზე ლამაზ ავტომობილად, მისი დიზაინი კი განდინიმ 27 წლის ასაკში შექმნა, როდესაც ის ჯერაც დამწყები არტისტი იყო.

მაესტროდ წოდებული დიზაინერის პორტფელი არაერთ შედევრს მოიცავს, მათი უმეტესობა კი კომპანია Lamborghini-ს უკავშირდება. მაგალითად, სწორედ განდინიმ შექმნა Countach-ი, რომელიც დღემდე ითვლება სუპერქარების ეტალონად.

განდინის არაერთი უცნაური გამოგონებაც ეკუთვნის, მათ შორისაა მაკრატლისებური კარები, რომელსაც ხშირად „ლამბოს კარების“ სახელით მოიხსენიებენ. ეს უნიკალური დიზაინი განიდინიმ Alfa Romeo Carabo-სთვის შექმნა, თუმცა შემდგომ ის Lamborghini-ს საფირმო ნიშნად იქცა.

განდინის კიდევ ერთი შედევრი Lancia Stratos Zero იყო, რომელიც ავტოინდუსტრიაში დაახლოებით იმ სტატუსით სარგებლობს, რითაც სახვით ხელოვნებაში „მონა ლიზა“. ეს ავტომობილი ფუტურისტული დიზაინის ჭეშმარიტი მწვერვალია და ის გამოსვლიდან 54 წლის შემდეგაც კი იწვევს მაყურებლის აღფრთოვანებას.

მაესტროს შემოქმედება მხოლოდ სუპერქარებს როდი მოიცავს, სწორედ მან შექმნა პირველი თაობის BMW-ს მე-5 სერია, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სედანად ითვლება.

თავისი ცხოვრების 85 წლის განმავლობაში მარჩელო განდინიმ არაერთი დაუვიწყარი ავტომობილი შექმნა და ამ მიღწევით ის სამუდამოდ დარჩება ავტოინდუსტრიის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინერი, რომელიც ოდესმე დაბადებულა.

ნუცა ბუზალაძის ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გაიმართა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, ნუცა ბუზალაძის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა თბილისში, Redisson red courtyard-ში გაიმართა.

Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს. ნუცა ბუზალაძესთან ერთად ვიდეორგოლში ქართველი და იტალიელი მოცეკვავეები მონაწილეობენ.

„შედგა ჩვენი კლიპის პრემიერა და უბედნიერესი ვარ, რადგან რეაქციებს ვაკვირდებოდი, განსაკუთრებით, დაპატიჟებული სტუმრების – ყველას ძალიან მოეწონა. ახლა შედგება ჩვენი სატელევიზიო პრემიერა. ერთი სული მაქვს, როდის გავიგებ ხალხის რეაქციებს, როგორი შედეგი დავდეთ ჩვენი ქვეყნისთვის. პირველ რიგში, ჯერ – ჩვენთან, შემდეგ კიდევ მსოფლიოც ნახავს ამ ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერის შემდეგ ნუცა ბუზალაძემ.

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.

„მიხარია, რომ, პირველ რიგში, ჩვენი სამუშაოები დამთავრდა და როგორც იქნა, მაყურებელმა ნახა კლიპი. მოხარული ვარ, რომ ყველას მოეწონა. ეს იქნება ერთ-ერთი საწინდარი იმისა, რომ შემდეგში ნუცას დიდი წარმატება ელოდება წინ. ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ“,- აღნიშნა ზაზა ორაშვილმა.

პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი.

„ევროვიზია ყოველთვის დაკავშირებულია ასეთ ხალხმრავლობასთან და ძალიან კარგ განწყობასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წელს გვაქვს განსხვავებული შემადგენლობა, რადგან ძალიან ინტერნაციონალურმა გუნდმა იმუშავა პროექტზე. მოლოდინი გვაქვს, რომ მაყურებელი ისე მიიღებს ამ კლიპს და სიმღერას, როგორი ენერგიითაც ნუცა არის განწყობილი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

„რედისონ რედის“ გენერალური მენეჯერის, ივიცა ლორიჩის თქმით, მოხარულია, რომ ბრენდი ახალგაზრდა მუსიკოსებს მხარს უჭერს.

„ძალიან გვიხარია ამ საოცარ ღონისძიებაში მონაწილეობა. ჩვენი ბრენდის სამი მიმართულებიდან ერთ-ერთი არის მუსიკა. ჩვენ ვამბობთ, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და გვეხმარება დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნაში. მოხარული ვართ, რადგან გვაქვს პრივილეგია, მხარი დავუჭიროთ ისეთ ნიჭიერ მუსიკოსებს, როგორიც ნუცა ბუზალაძეა“, – აღნიშნა ივიცა ლორიჩმა.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში იმღერებს. კონკურსის ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

მექსიკაში, შესაძლოა, BYD-ის ქარხანა აშენდეს

ავტომობილების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი, ჩინური BYD მექსიკაში ელექტრომობილების ქარხნის აშენებას გეგმავს, რისთვისაც შესაძლოა, $600 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს. ჩინური კომპანიის ოფიციალური დელეგაცია ქვეყანას უკვე ეწვია, სადაც მექსიკის შტატ ხალისკოს ხელისუფლებას შეხვდა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დელეგაცია შეხვედრებს რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელთან მართავს.

მექსიკა, როგორც იცით, ბოლო დროს საავტომობილო ქარხნების ერთგვარ ჰაბად იქცა. მექსიკის ჩრდილოეთში, ქარხანას Tesla აშენებს, რომელსაც რამდენიმე ფაზის განმავლობაში $10 მილიარდის ინვესტიციის განხორციელება აქვს განზრახული. მექსიკაში ქარხნების აშენებას ჩინური Chery და JAC-იც გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ BYD ჩინეთის უდიდესი ავტომწარმოებელი და შესაბამისად, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $78 მილიარდს შეადგენს - ამ მაჩვენებლით BYD რიგით მე-6 უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიაა მსოფლიოში. ჩინური კომპანიის მნიშვნელოვან წილს უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგი, Berkshire Hathaway-ი ფლობს.

 

„ორსული გოგო მოვიდა სახის დამბლით, დედამთილმა მომწამლაო.. ვერ საუბრობდა, თვალს ვერ ხუჭავდა..“ ციცინო შურღაია

ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი ცი­ცი­ნო შურ­ღა­ია სტუმრობდა გადაცემას „ნოესთან“, სადაც სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კა­ში მომ­ხდა­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა და მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ისაუბრა. ამ კონტექსტში მან გაიხსენა ოპერაცია, რომელიც ახალგაზრდა გოგონას გაუკეთა.

როგორც ციცინო შურღაიამ აღნიშნა, გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ორ­სუ­ლო­ბის დროს დე­დამ­თილმა მო­წამ­ლა, სა­ხის პა­რა­ლი­ჩი გა­ნუ­ვი­თარ­და.

„ახ­ლა­ხან სა­ცო­და­ვი ერთ პა­ცი­ენ­ტი მო­ვი­და პა­რა­ლი­ჩით, სა­ხის დამ­ბლით. ჩემ­მა დე­დამთილ­მა მომ­წამ­ლაო. ის ქალი არ დას­ჯი­ლა სა­ერ­თოდ. როცა დავ­ფეხ­მძიმ­დი, არ უნ­დო­და რომ შვი­ლი გა­მე­ჩი­ნა და რა­ღაც წა­მა­ლი მომ­ცაო, ანუ მუც­ლის მო­საშ­ლე­ლი წა­მა­ლი. ამ წა­მალ­მა თრომ­ბი ანუ ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი გა­მო­იწ­ვია. როცა ჭკუ­ას მო­ე­გო სა­ხის პა­რა­ლი­ზი, სა­ხის დამ­ბლა ჰქონ­და. ინ­ტერ­ნეტ­შიც არის კად­რე­ბი, რო­გორ ვეხ­ვე­ვი ამ გო­გოს, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, რომ სახე გა­უს­წო­რეს.

თვალს ვერ ხუ­ჭავ­და, ვერ ლა­პა­რა­კობ­და, ფე­ხი­დან ნერ­ვი გა­და­ვუ­ნერ­გეთ. ძა­ლი­ან რთუ­ლი ოპე­რა­ცია გა­ვა­კე­თეთ, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს და მე ვცდი­ლობ უფა­სოდ გა­უ­კე­თო, რად­გან ამ ოპე­რა­ცი­ის თან­ხის გა­დახ­და პა­რა­ლი­ზე­ბულ პა­ცი­ენტს არ შე­უძ­ლია.

ერთხელ მიკ­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია გვქონ­და, ავიყ­ვა­ნეთ ახალ­გაზ­რდა 17 წლის გოგო, რო­მელ­საც არა­სო­დეს გა­უ­ცი­ნია. ამ პა­ცი­ენტს ჩა­ვუდ­გი სა­ხე­ზე ზურ­გის კუნ­თი. მე­სა­მე დღეს ორ­გა­ნიზ­მმა თქვა, რომ ეს ზურ­გის კუნ­თი სა­ხე­ზე არ მომ­წონ­სო და მოხ­და გან­დევ­ნა. შეფ­მა და­ი­წყო ჩხუ­ბი, რომ შენ მე არ იცი ამის გა­კე­თე­ბა და ახლა მე გა­ვუ­კე­თე­ბო. ანა­ლო­გი­უ­რად მე­ო­რე ზურ­გის კუნ­თი აიღო და ჩა­უდ­გა სა­ხე­ზე, ზუს­ტად მე­სა­მე დღეს შე­ფის გა­კე­თე­ბულ ოპე­რა­ცი­ა­ზეც მოხ­და გან­დევ­ნა. გა­დის დრო მო­დის ეს გოგო და გვი­ცი­ნის. რა­ტომ მოხ­და ეს – ადა­მი­ანს აქვს თვით პლა­ცე­ბა. ყვე­ლა­ზე მა­გა­რი წა­მა­ლი არის პლა­ცე­ბა. ეს არის აუხ­ნე­ლი რა­ღაც“, – აღნიშნა პლასტიკურმა ქირურგმა.

ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის ვაჟის წინასაქორწინო წვეულებაზე რიანამ იმღერა

რიანა სცენაზე დაბრუნდა. მან ბოლო 8 წელიწადში პირველად, ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის ვაჟის წინასაქორწინო წვეულებაზე იმღერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Billboard ავრცელებს

რამდენიმედღიანი ქორწილი ინდოეთში იმართება. ქორწილს დაახლოებით 1200 ადამიანი დაესწრება. სტუმრებს შორის არიან როგორც ბოლივუდის ვარსკვლავები, ასევე, რიანა, ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, ივანკა ტრამპი.

მიუხედავად იმისა, რომ რიანამ შარშან, „სუპერ ბოულის ჰალფთაიმ შოუზე“ და „ოსკარზე“ იმღერა, მას სრული საკონცერტო პროგრამა 2016 წლის მუსიკალური ტურნეს, „ანტი ვორლდ ტურის“ შემდეგ არ შეუსრულებია. ქორწილში მომღერალმა 19 სიმღერა შეასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, რიანას წარმოდგენაში 6 მლნ დოლარი გადაუხადეს.

 

პარიზში ველოტაქსის სერვისი ამოქმედდა

პარიზში ველოტაქსის სერვისი ამოქმედდა. კომპანია Heetch Bike-ი ელექტროველოსიპედებით მგზავრებს სპეციალური მისამბელი კაბინით გადაიყვანს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ველოტაქსით მგზავრობა Uber-თან შედარებით 40%-ით უფრო სწრაფი და 20%-ით უფრო იაფი იქნება.

კაბინას აქვს ფანჯრები, სახურავი და სავარძლების გათბობის სისტემა, შესაბამისად, ველოტაქსით მგზავრობა ცუდ ამინდშიც იქნება შესაძლებელი.