... ... hotnews.ge - დედაქალაქი

23 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

23 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გაგარინის, ბროწეულის და იასამნის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიაჩელის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების, რომანოზ ხომლელის, სესილია თაყაიშვილის, ილია სუხიშვილის, მაისურაძის, გახოკიძის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის,  სოფელი დიდი ლილოს, თვალჭრელიძის და მშვიდობის ქუჩების მოსახლეობას.

ვარკეთილის მეურნეობაში წყალარინების ქსელი ეწყობა

სამგორის რაიონში, მეგობრობის ქუჩიდან ვახტანგ მალაყმაძისა და ახმედ მელშვილის ქუჩებამდე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 396 000 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაციის მესამე ეტაპი 22 ივლისს, 10:00 საათზე, დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივლისს, 10:00 საათზე, დაიწყება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციას გაივლიან 2-დან 6 წლამდე საქართველოს მოქალაქე ან ბინადრობის უფლების მქონე ბავშვები, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად.

„იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს და ჩაეწეროს სარეზერვო სიაში“, - აცხადებენ სააგენტოში.

მოტოციკლებისა და მოპედების გადაადგილება Bus Lane-ზე დასაშვები გახდა

Bus Lane-ზე მოტოციკლებისა და მოპედების გადაადგილება დასაშვები გახდა. შესაბამის ცვლილებას მხარი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე-3 მოსმენით დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე 77 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს.

ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. ამ მიზნით ცვლილება შედის "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლში და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, ენიჭება მოტოციკლს ან/და მოპედს". - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

სამგორში, კაკლიანის ქუჩაზე საყრდენი კედელი ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა,  კაკლიანის ქუჩა N26ა-ს მიმდებარედ   საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.  
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, რაიონის ბიუჯეტიდან 96 481 ლარია გამოყოფილი. 
მიმდინარე  სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 

სამგორში, აბაშვილის ქუჩაზე საყრდენი კედელი ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა,  ამჯერად,  გიორგი აბაშვილის ქუჩა N6-ში,  N16 კორპუსის მიმდებარედ  საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.  
პროექტის მიხედვით, მოსაწყობი კედლის საერთო სიგრძე 198,2 მეტრ სიგრძეს შეადგენს. სამუშაოებისთვის რაიონის ბიუჯეტიდან 527 730 ლარია გამოყოფილი. 
მიმდინარე  სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 

 

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება განახლდა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება განახლდა. ხაზზე მოძრაობა 06:00 საათზე განახლდა და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება ტექნიკური ხარვეზის გამო რამდენიმე საათით 16 ივლისის საღამოს შეფერხდა.

 

გიორგი აბაშვილის ქუჩაზე საყრდენი კედელი ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა,  ამჯერად,  გიორგი აბაშვილის ქუჩა N6-ში,  N16 კორპუსის მიმდებარედ  საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.  
პროექტის მიხედვით, მოსაწყობი კედლის საერთო სიგრძე 198,2 მეტრ სიგრძეს შეადგენს. სამუშაოებისთვის რაიონის ბიუჯეტიდან 527 730 ლარია გამოყოფილი. 
მიმდინარე  სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაცია გამართა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი სპეცმანქანების პრეზენტაცია გამართა. ევროპული სტანდარტების სპეცტექნიკა, რომელიც მუნიციპალიტეტმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, სასესხო შეთანხმების ფარგლებში შეისყიდა, აღჭურვილია სპეციალური დანადგარებით და გამოიყენება სხვადასხვა მუნიციპალური სერვისისთვის – დასუფთავებისთვის, ნარჩენების შეგროვებისა და პოლიგონზე განთავსებისთვის, სანიაღვრე ქსელებისა და გარე განათების გამართულობისთვის.

„მინდა, გავიხსენო 2017 წელი, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდით. ის შედგებოდა შვიდი ძირითადი მიმართულებისგან. ერთ-ერთი მთავარი იყო გარემოს დაცვა, ეკოლოგიაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები არსებობდა. გვახსოვს წლები, როდესაც რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების გასხვისება ხდებოდა და გარკვეული სახის მშენებლობა ხორციელდებოდა. მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაგვიჭირა, პოლიტიკა და მიდგომები შეიცვალა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ზრუნვა გარემოზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეკრეაციულ სივრცეებს. მოგვიწია ბევრი გასხვისებული არეალის გამოსყიდვა და იქ, მშენებლობის ნაცვლად, პარკები და სკვერები გაკეთდა. ასევე, დავიბრუნეთ გასხვისებული სტადიონები, რომლებიც დღეს ჩვენს პატარებს ემსახურება, რათა ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა ეკოლოგიის გაუმჯობესებასა და მყარი ნარჩენების მართვაში სპეცტექნიკის მნიშვნელობას. მანვე მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ მიღწეული შედეგისთვის.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, შესაბამისი ტექნიკის გარეშე შეუძლებელია ამ ყველაფერზე ზრუნვა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მადლობას ვუხდი „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, თითოეულ თანამშრომელს. ეს ადამიანები ყოველდღიურად ზრუნავენ ქალაქის სისუფთავეზე. ყოველდღიურად ზრუნავენ, რომ ქალაქი იყოს განათებული, მოწესრიგებული. მადლობა დედაქალაქის მერიის თითოეულ თანამშრომელს. მინდა, ასევე, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ (EBRD) დახმარებისთვის. მათი ფინანსური მხარდაჭერით შევძელით აღნიშნული პროექტის განხორციელება.

შევიძინეთ 65 ერთეული სპეცტექნიკა. 52 უკვე ადგილზეა. აქ არის სხვადასხვა სახის მანქანები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ქუჩები იყოს სუფთა, ნარჩენების დროული, უსაფრთხო და უპრობლემო გატანა მოხდეს დედაქალაქიდან. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს, რომ „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობდეს ძალიან კარგად, შეფერხებების გარეშე. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი შენაძენი გვაქვს, რადგან ეს პირდაპირ აისახება დედაქალაქზე, ამ ქალაქში მცხოვრებლებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწესრიგებული გარემო, ეკოლოგიაზე კიდევ უფრო ზრუნვა, რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და ახლების გაკეთება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა. მართალია, უკვე არაერთი მსგავსი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ მხოლოდ ამაზე არ ვჩერდებით და სამომავლოდ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს ქალაქს, აქ მცხოვრებ ადამიანებს და ყველას, ვისაც ქალაქის განვითარება, წინსვლა და აღმშენებლობა უხარია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მიმართვის შემდეგ, კახა კალაძემ, მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესა და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელთან, დავით ფაჩულიასთან ერთად სპეცტექნიკა დაათვალიერა.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით შესყიდული სპეტექნიკის ნაწილი დედაქალაქს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად მიეწოდება. 65 ერთეული სპეცმანქანის ღირებულება დღგ-ის გარეშე 9 564 750 ევროს შეადგენს (დღგ-ის ჩათვლით – 11 286 405 ევრო). შესყიდულია სხვადასხვა ტიპისა და მოცულობის ნარჩენების შემგროვებელი სატვირთოები, ქუჩის მექანიკური მხვეტავი მანქანები, ევაკუატორი, ღია სატვირთო ავტომობილი ჰიდრავლიკური ამწით,  სატვირთოები ტელესკოპური ამწე კალათით, ასევე, სხვადასხვა ზომის სატვირთო მანქანები თვითმცლელით, სანიაღვრე ქსელების წნევით გასარეცხი კომბინირებული სპეცმანქანები, ასფალტის გადამზიდი სატვირთო, ნარჩენების სატკეპნი კომპაქტორი და სხვა. ევროპული კომპანიების, „ივეკოსა“ და „დულევოს“ მიერ წარმოებული სპეცმანქანები აწყობილია იტალიაში, ესპანეთსა და თურქეთში, ერთი კომპაქტორი კი ფინური კომპანიის, „ტანას“ წარმოებისაა.

გარდა ამისა, დედაქალაქის, კერძოდ, „თბილსერვის ჯგუფის“ ბიუჯეტითაც ხორციელდება სპეცტექნიკის შესყიდვა. 2024 წელს შემოყვანილია 24 ერთეული ახალი სპეცმანქანა, რაც უკვე ემსახურება ქალაქს. ახლო მომავალში, ასევე, შემოვა 15 ერთეული, ხოლო წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტი ნარჩენების შემგროვებელ კიდევ 10 მანქანას შეიძენს.

 

თბილისის ნაწილს წყალი არ აქვს - ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ნაწილს წყალი არ აქვს - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია GWP ავრცელებს:

საბურთალო, დიდი დიღომი, 4 მკ-რ,N21-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 7/14/2024 12:00 დან 7/14/2024 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: დიდი დიღმის მე-4 მ/რ N18, N19, N20, N21, N25, N29 კორპ. მირიან მეფის N113. 

ისანი, წინანდლის ქ.N5-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 7/14/2024 11:30 დან 7/14/2024 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა:
გუთნის ქუჩა შესახვევებით, ხახანაშვილის ქუჩა, ახმეტის ქუჩა, წინანდლის ქუჩას. 

კრწანისი, თუმანიანის ქ.N15-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 7/14/2024 11:00 დან 7/14/2024 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა:
თუმანიანის ქუჩას, ბნელ ჩიხს.

15 ივლისს თბილისში შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ჩამონათვალი

15 ივლისს თბილისში შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, სოფელი ფონიჭალის, მარნეულის გზატკეცილის, ზემო ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, სვანების დასახლების, ჟორდანიას, კოსტავას, ღოღობერიძის, გულბანის, გორგასლის (ნაწილობრივ), ლომინაძის, სურგულაძის, სადგურის, ვაგზლის, ვირსალაძის, მარაბდის დასახლების მიმდებარე ტერიტორიის, მარნეულის, ქინძმარაულის, ბოგდან ხმელნიცკის, კრწანისის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭიკო ბენდელიანის, პეტრე გრუზინსკის, დიდი-ჯიხაიშის, ზედაზენის, იმერეთის, კოკინაკის, ჯავის, ნესტორ გარდაფხაძის და მოლოკოვის ქუჩების  მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის, ლუბლიანას, ჯორჯ ბალანჩინის, ეთერ ბოცვაძის, აკაკი ბელიაშვილის და დისევის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ლეო და ნოდარ გაბუნიების, კონსტანტინე კაპანელის, ინტენსიფიკაციის, უჩა ჯაფარიძის, ჭილაიას, ლევან ჩარკვიანის, შალვა ნუცუბიძის, პაატა დათუაშვილის, მელიტონ ქანთარიას, ალექსანდრე ბანძელაძის, იყალთოს გორის, ბახტრიონის, ბაკურციხის, გურამ ბზვანელის, ტუსკიას, ზურაბ ქაფიანიძის, ნატახტარის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ტეხურის, წინაუბნის, ანდღულაძის, ალექსანდრე ბასილაიას, იყალთოს, ქარელის და ლიხაურის ქუჩების მოსახლეობას.   

ხვალ გვიან ღამიდან, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 15 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გამო, ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და წერს, რომ შეზღუდა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 15 ივლისის, 01:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება კოსტავას ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს, ხოლო მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან გადაადგილდება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე, ლაღიძის ქუჩით მოხვდება რუსთაველის გამზირზე, მოუხვევს ზეთისხილის ხესთან, საიდანაც უკვე არსებული მარშრუტით იმოძრავებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია განცხადებაში.