აშშ-ში, აუქციონზე ჰიროსიმის დაბომბვისას დამდნარი საათი გაიყიდა

ბოსტონში, RR Auction-ზე $31 ათასად გაიყიდა საათი, რომელიც აშშ-ის მიერ იაპონიის ქალაქ ჰიროსიმას დაბომბვისას ნაწილობრივ დადნა.

ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ საათი თითბრისგან არის დამზადებული. ატომური ბომბის ჩამოგდებისას, 1945 წლის 6 აგვისტოს, საათის კორპუსი ნაწილობრივ დადნა, შუშა კი გაიბზარა. ისინი ჰიროსიმაში ბრიტანელმა ჯარისკაცმა აღმოაჩინა, რომელსაც ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაჰქონდა.

საათის პირველი მფლობელის ვინაობა უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ ადამიანმა, რომელმაც ის გასაყიდად მიიტანა, ლოტი 2015 წელს, JP Humbert-ის აუქციონზე შეიძინა.