... ... hotnews.ge - “სააკაშვილის დღევანდელი განცხადება ოლიგარქ ივანიშვილის ცხონებაა” - ნათელაშვილის კომენტარი

“სააკაშვილის დღევანდელი განცხადება ოლიგარქ ივანიშვილის ცხონებაა” - ნათელაშვილის კომენტარი

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შემოთავაზებას გამოეხმაურა: 

ექს--პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვიის დღევანდელი განცხადება,რომ იგი გახდება ე.წ ოპოზიციური ბორდის ხელმძღვანელი და შედგება ერთიანი მრავალპარტიული სია არის ოლიგარქ ივანიშვილის ცხონება,რომლის მიზანია კვლავ გადააქციოს ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი ორ პოლუსიან სისტემად------ ნაცებად და ქოცებად,რადგან ასეთ მოდელში  მას აქამდე  ათზე მეტ არჩევნებში გარანტირებული გამარჯვებები აქვს   მოპოვებული.     ექს--პრეზიდენტი უჭკოო პოლიტიკოსი ნამდვილად  არაა და ის კარგად უნდა ხვდებოდს,რომ მისი პრეტენზიები არაფორმალურ თუ ფორმალურ ლიდერობაზე ხალხს აიძულებს ხმა მისცენ ოლიგარქს ან  არ მიიღონ მონაწილეობა საერთოდ არჩევნებში. ეს მდგომარეობა კრემლსა და პუტინს უბიძგებს კიდევ უფრო აგრესიულად დაუჭირონ მხარი მათ მოყვანილ  კრიმინალურ ოლიგარქიულ რეჟიმს, ხოლო დასავლურ ელიტებს რომლებსაც ეშინიათ სააკაშვილის დაუპროგნოზებელი ქცევების აიძულებს, ნეიტრალური პოზიცია დაიკავონ მათ შორის,  ივანიშვილის საარჩევნო ბოროტმოქმედებებზეც კი . რეჟიმის წაქცევა შესაძლებელია მხოლოდ მრავალპარტიული,კოორდინირებული დარტყმებით სხვადასხვა მხრიდან და არა ყველას ერთ სამიზნეზე დადგომით. ესაა ეპოქის ჭეშმარიტება და არა ვინმეს აკვიატება. ჩვენ რა თქმა უნდა კვლავ ვაღიარებთ მ.სააკაშვილს პოლიტ--პატიმრად და ვითხოვთ მის განთავისუფლებას.

YOU MAY LIKE