... ... hotnews.ge - მსვლელობა ევროკავშირის ოფისისკენ - ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს

მსვლელობა ევროკავშირის ოფისისკენ - ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - ახალგაზრდებმა რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტეს. ისინი ევროკავშირის ოფისისკენ მსვლელობას აპირებენ. 

ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნა რუსული კანონის გაწვევაა. ისინი ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ თავიანთ ევროპულ მომავალს არ დათმობენ. 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდები სპონტანურ აქციებს უკვე რამდენიმე დღეა აწყობენ. ისინი პარლამენტთან იკრიბებიან და შემდეგ საპროტესტო მსვლელობით გადაადგილდებიან. მანამდე ისინი უკვე იყვნენ იუსტიციასთან, კანცელარიასთან, უზენაეს სასამართლოსთან და ა.შ. 

 

YOU MAY LIKE