... ... hotnews.ge - „რასაც ჰქვია არატრადიციული წესის პროპაგანდა, უნდა გამოვრიცხოთ“-მდინარაძე

„რასაც ჰქვია არატრადიციული წესის პროპაგანდა, უნდა გამოვრიცხოთ“-მდინარაძე

ეროვნული იდენტობის, ტრადიციების ნაწილია ის, რომ ჩვენ ვართ ტოლერანტები, მაგრამ მეორე მხრივ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ის წანაზარდი, რასაც ჰქვია არატრადიციული წესის პროპაგანდა, უნდა გამოვრიცხოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონი არ ემსახურება ვინმეს ან რამის წინააღმდეგ ბრძოლას, ეს არის მომავალი თაობების უფლებების დაცვა.

„აშკარაა, რომ საზოგადოებრივი კონსენსუსი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის თემაზე არსებობს. ამ შეხვედრებიდან ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად აბსოლუტურ უმრავლესობას, რა თქმა უნდა გამონაკლისები არსებობენ, უნდა კანონი, უნდა კონსტიტუციაში ცვლილებები, რომელიც პრაქტიკაში აღსრულებაში ეს ისედაც ასეა და ანტიდისკრიმინაციული კანონი გვაქვს. ერთი მხრივ ეს ადამიანის ნებისმიერ უფლებას დაიცავს, ნებისმიერი განსხვავების, არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად, თითოეული მოქალაქის უფლებებს დაიცავს, მაგრამ მეორე მხრივ დაიცავს ჩვენს შემდგომ თაობებს, ჩვენს საზოგადოებას პროპაგანდისგან, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და ამის გამორიცხვა არის ეროვნული ინტერესი. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ საკითხზე. ეროვნული იდენტობის, ტრადიციების ნაწილია ის, რომ ჩვენ ვართ ტოლერანტები, ყველას უფლებას ვიცავთ და ვაღიარებთ ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, მაგრამ მეორე მხრივ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ის წანაზარდი, რასაც ჰქვია არატრადიციული წესის პროპაგანდა, ეს უნდა გამოვრიცხოთ. ეს ვინმეს ან რამის წინააღმდეგ ბრძოლა კი არ არის, ეს არის ჩვენი მომავალი თაობების უფლებების დაცვა. ასეც ჰქვია ამ კანონს, შემოკლებით რომ ვთქვათ, კანონს ჰქვია „ოჯახური ღირებულებების კანონი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ოზურგეთში იმართება.

YOU MAY LIKE