... ... hotnews.ge - ლატვიამ ბექა ოდიშარიას საპატიო კონსულის წოდება ჩამოართვა

ლატვიამ ბექა ოდიშარიას საპატიო კონსულის წოდება ჩამოართვა

ლატვიამ ქართული ოცნების დეპუტატ ბექა ოდიშარიას საპატიო კონსულის წოდება ჩამოართვა. ინფორმაცია ამის შესახებ ფორმულას ლატვიის საელჩოში დაუდასტურეს. ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსული 2013 წელს გახდა.

ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევაზე 4 აპრილს ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რიჰარდ კოლსმა ისაუბრა. სოციალურ ქსელ X-ში ის ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებას გამოეხმაურა.

3 აპრილს ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატები შეურაცხმყოფელი, მიზოგინური რეპლიკით მოიხსენია და მათ "მოუტ*ვნელი ქალები" უწოდა. ამ დროს ოდიშარია სიტყვით არ გამოდიოდა, თუმცა დარბაზში იმყოფებოდა.

"დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის", - თქვა ოდიშარიამ პარლამენტში.

თვითონ დეპუტატი ამბობს, რომ მისი სიტყვები კონკრეტულად არავის მიმართ არ იყო მიმართული.

YOU MAY LIKE