... ... hotnews.ge - ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია

ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია

ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

მსჯავრდებულს ციხესთან ოჯახის წევრები, ახლობლები და ადვოკატები ელოდებოდნენ.

"ბრძოლა გრძელდება, აქციებია, აქციებზე შევხვდებით" - ეს არის ლაზარეს პირველი კომენტარი, რომელიც მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან გააკეთა და პრეზიდენტს შეწყალებისთვის მადლობა გადაუხადა. ლაზარე გრიგორიადისმა აღნიშნა, რომ დღესვე შეუერთდება ახალგაზრდების პროტესტს რუსული კანონის წინააღდმდეგ. 

YOU MAY LIKE