... ... hotnews.ge - ხაბეიშვილი შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება - დარახველიძე

ხაბეიშვილი შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება - დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თვითონ შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია სპეცრაზმს წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ხაბეიშვილი ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რჩება, მას გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. 

ხაბეიშვილის ჩამტვრეული აქვს ცხვირის ძვლები, დაზიანებული აქვს თვალი.

"კადრებში კარგად ჩანს ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას", - თქვა დარახველიძემ. 

YOU MAY LIKE