... ... hotnews.ge - ბჟანიამ არძინბა "საგარეო საქმეთა მინისტრობიდან" გადააყენა

ბჟანიამ არძინბა "საგარეო საქმეთა მინისტრობიდან" გადააყენა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა "საგარეო საქმეთა მინისტრობიდან" გადააყენა.

ბჟანიამ განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოაწერა. ჯერჯერობით, არძინბას გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება.

"საგარეო საქმეთა მინისტრის" მოვალეობას არძინბას მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შეასრულებს.

ინალ არძინბა აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრად" 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა.

 

YOU MAY LIKE