... ... hotnews.ge - სამგორის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, სამუშაოები კიდევ ერთ მისამართზე - თრიალეთის ქუჩა N27-ის მიმდებარედ დასრულდა. 
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი და ახალი ბორდიურები 365 კვ.მ ფართობზე კეთილმოეწყო. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 33 763 ლარი გამოიყო. 
დასრულებულ საგზაო სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

YOU MAY LIKE