... ... hotnews.ge - ჭიჭინაძის ქუჩაზე ჭებისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჭიჭინაძის ქუჩაზე ჭებისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში,  სხვადასხვა მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. 

ამჯერად, სამუშაოები ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩა N23-ის მიმდებარედ მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება 10 ჭა და მოეწყობა, დაახლოებით, 150 გრძივი მეტრი მოცულობის წყალარინების ქსელი. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 74 154 ლარია გამოყოფილი. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე კახა ბოლქვაძე ადგილზე გაეცნო.

YOU MAY LIKE