... ... hotnews.ge - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში, კაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში, კაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში, 50 წლამდე ასაკის მამაკაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა. დანაშაული რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები შემთხვევის დროს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებული 40 წლამდე ასაკის მამაკაცია.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

YOU MAY LIKE