... ... hotnews.ge - ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს ბოლო სხდომა გადაიდო

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს ბოლო სხდომა გადაიდო

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს ბოლო სხდომა გადაიდო. მიზეზი თავად ბრალდებულის პროცესზე გამოუცხადებლობა გახდა.

მოსამართლემ გრიგორიადისს სხდომაზე მოსვლა და პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ სხდომა გადაიდო, გრიგორიადისის მხარდამჭერი აქციაც გაუქმდა.

გამოძიება ლაზარე გრიგორიადისს, პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

YOU MAY LIKE