... ... hotnews.ge - თბილისში, მიკროავტობუსი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ - არიან დაშავებულები

თბილისში, მიკროავტობუსი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ - არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, გორგასლის ქუჩაზე. მიკროავტობუსი და BMW-ს ტიპის მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. ცნობილია, რომ მანქანის მძღოლი მძიმედ, მიკროავტობუსის მძღოლი კი მსუბუქად დაშავდა.

დაშავებულები კლინიკაში გადაჰყავთ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.

YOU MAY LIKE