... ... hotnews.ge - „ნაპოლის“ ტიფოზები ფეხბურთელებს ემუქრებიან

„ნაპოლის“ ტიფოზები ფეხბურთელებს ემუქრებიან

მოდით, ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვთქვათ- იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ შარშანდელის აჩრდილიც აღარ არის. გუნდმა წელს სამი მწვრთნელი შეიცვალა, მაგრამ მაინც არაფერი ეშველა და როგორც ახლა გაირკვა, ფრანჩესკო კალცონა სიტუაციას საერთოდ ვერ აკონტროლებს. იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში, „ნაპოლი“ გადარჩენისთვის მებრძოლ „ემპოლის“ სტუმრობდა და ყველალოგიკით, მარტივად უნდა მოეგო, მაგრამ... ასეთი უსუსური გუნდი, იტალიის ჩმპიონატში სავარაუდოდ ამ ეტაპზე არცერთი არ არის. ფეხბურთელები იმდენად უხალისოდ და უილაჯოდ, ენთუზიაზმისა და მონდომების გარეშე თამაშობდნენ, რომ შესვენებაზე გასახდელში კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც კი ჩავიდა და ნამდვილი ჯოჯოხეთი იხილა. მოთამაშეები მწვრთნელს „აკაჩავებდნენ“, ძირითადში ნათანი რომ დააყენე, მაგის ნაცვლად, პასკუალე მაცოკი უნდა დაგეყენებინა, ხომ ხედავ, ნათანი არაფრის მაქნისიაო. მწვრთნელმა ფეხბურთელების მთხოვნას ვერ გაუძლო და მეორე ტაიმი ნათანის ნაცვლად სწორედ მაცოკიმ დაიწყო, თუმცა ციდან ვარსკვლავები არც მას მოუწყვეტია. გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელ9იც მწვრთნელმა მეორე ნახევარში შეცვალა. მოკლედ, ნეაპოლელებმა 1:0 წააგეს და...

გუნდს ემპოლიში 4 ათასამდე ქომაგი გაჰყვა და ნამატჩევს მათ ფეხბურთელებთან საუბარი მოითხოვეს. ტიფოზებთან კაპიტანი დი ლორენცო მივიდა, ეგონა, მისი ავტორიტეტი აგრესიას გადაწონიდა, მაგრამ ქომაგებმა ლამის გაწიწკნეს და ურჩიეს, ფეხბურთელებმა ის ფორმა გაიხადონ, რომლის ტარების ღირსიც აღარ არიან. დე ლაურენტისი, რომელმაც შეხვედრას ბოლომდე არ უყურა, აპირებს, ფეხბურთელები ყაზარმულზე გადაიყვანოს და ბაზაზე გამოკეტოს, თუმცა, რას მოუტანს ეს, ძნელი სათქმელია. დროა, კვარამ გუნდის გამოცვლაზე ძალიან, ძალიან სერიოზულად იფიქროს.

YOU MAY LIKE