... ... hotnews.ge - მერაბ დვალიშვილმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო

მერაბ დვალიშვილმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო.

33 წლის სპორტსმენმა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"თითქმის უკვე 12 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, მაგრამ შრომითა და მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე," - წერს დვალიშვილი.

YOU MAY LIKE