... ... hotnews.ge - ისტორიული მატჩის მოლოდინში - საქართველოს ნაკრები დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება

ისტორიული მატჩის მოლოდინში - საქართველოს ნაკრები დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება

ისტორიული მატჩი "დინამო არენაზე" - რამდენიმე საათში ქართული ფეხბურთის ისტორიაში გადამწყვეტი თამაში იწყება. ევრო 2024-ის  ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენს ქვეყნას   ისტორიაში პირველად - ევროპის ჩემპიონატზე გამზავრების შანსი ექნება. ეროვნული ნაკრები გულშემატკივარს „დინამო არენაზე„ ზუსტად 9 საათზე ელოდება, თუმცა ქომაგები და ფეხბურთის გულშემატკივრები მსვლელობას  სტადიონისკენ  6 საათზე დაიწყებენ.

დღეს დინამო არენაზე სრული ანშლანგი იქნება. მათთვის კი ვინც სტადიონზე შესვლა ვერ მოხერხა, ისტორიული მატჩის ყურების შესაძლებლობა რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანზე  კოკა-კოლას  მიერ ორგანიზებულ ფანსივრცეში ექნება.

YOU MAY LIKE