... ... hotnews.ge - სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყანაში 07:00 საათზე გაიხსნა და ხალხს არჩევანის შესაძლებლობა 22:00 საათამდე ექნება.

პრეზიდენტის პოსტისთვის, მმართველი კოალიციის კანდიდატი, პარლამენტის თავმჯდომარე პიტერ პელეგრინი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი იბრძვიან.

მედიის ცნობით, პირველი ტურის შემდეგ დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა ივან კორჩოკის წარმატება, რადგან გამოკითხვებით ის მანამდე არ ლიდერობდა. ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით კი, პიტერ პელეგრინი ლიდერობს.

YOU MAY LIKE