... ... hotnews.ge - უკრაინა იმსახურებს უსაფრთხოების სფეროში იმავე დახმარებას, რომელიც ისრაელს მიეწოდება - ზელენსკი:

უკრაინა იმსახურებს უსაფრთხოების სფეროში იმავე დახმარებას, რომელიც ისრაელს მიეწოდება - ზელენსკი:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილეებს და ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები.

„დღევანდელი დილა უკრაინაში რუსეთის მორიგი ტერაქტით დაიწყო. ჯამში 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. სამწუხაროდ, 17 ადამიანი დაიღუპა. ეს ასახავს ჩვენს ამჟამინდელ მთავარ საჭიროებას: ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ევროპა უნდა დავიცვათ ბალისტიკური რაკეტებისა და [ირანული წარმოების] დრონებისგან, ფრთოსანი რაკეტებისა და ბომბებისგან, როგორც ეს მოხდა ისრაელისა და რეგიონის სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში. ჩვენი [უკრაინის] ცა და ჩვენი მეზობლების ცა უსაფრთხოების იგივე დონეს იმსახურებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ესმის უსაფრთხოების სფეროში ჩვენი საჭიროებები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

YOU MAY LIKE