... ... hotnews.ge - ვლადიმირ პუტინი ჩინეთში 15-16 მაისს ჩავა - Bloomberg

ვლადიმირ პუტინი ჩინეთში 15-16 მაისს ჩავა - Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 15-16 მაისს ჩინეთში ჩასვლას გეგმავს.  გამოცემის ცნობით, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდ მნიშვნელობას.

როგორც სააგენტოს კრემლთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, ვიზიტის თარიღი შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში პუტინის ჩინეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც კრემლის ლიდერი მორიგი ვადით არჩევის შემდეგ ეწვევა.

აღსანიშნავია, რომ პუტინის ინაუგურაცია კრემლში 7 მაისს გაიმართება.

YOU MAY LIKE