... ... hotnews.ge - ღაზას შიმშილი ემუქრება და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ - ურსულა ფონ დენ ლაიენი

ღაზას შიმშილი ემუქრება და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ - ურსულა ფონ დენ ლაიენი

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეგვიპტეში, პრეზიდენტ სისისთან გამართული შეხვედრისას განიხილა. მხარეებმა ანკლავში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ზავის გარეშე ღაზას შიმშილი ემუქრება.

„შემაშფოთებელია ის კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარება, რომელიც ღაზის სექტორში ომითაა გამოწვეული. ღაზას შიმშილი ემუქრება და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, რაც მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

YOU MAY LIKE