... ... hotnews.ge - Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა

Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა

მოსკოვის მახლობლად, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში დაიღუპა. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ დაადასტურა.

მინისტრის თქმით, ტერაქტის შედეგად დაშავებული 76 ადამიანი საავადმყოფოებში რჩება. ოთხი მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

თავდასხმა საკონცერტო დარბაზში 22 მარტის საღამოს მოხდა . შეიარაღებულმა პირებმა შენობაში ცეცხლი გახსნეს. 

YOU MAY LIKE