... ... hotnews.ge - იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსში პოლიციამ ტეროროზმის მხარდაჭერის ბრალდებით რვა პირი დააკავა

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსში პოლიციამ ტეროროზმის მხარდაჭერის ბრალდებით რვა პირი დააკავა

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსში დილის ლოცვის შემდეგ პოლიციამ რვა პირი დააკავა, რომლებიც ტერორიზმის წაქეზებასა და მხარდაჭერაში არიან ეჭვმიტანილი. ისინი დაკითხვაზე გადაიყვანეს.

„ტერორიზმის ეს საზიზღარი წამქეზებლები და მხარდამჭერები არიან ისრაელის სახელმწიფოს მცხოვრებლები, რომლებიც სარგებლობენ რელიგიური საკითხით და წმინდა ადგილს ტერორიზმისა და ტერორისტების წასაქეზებლად, მხარდასაჭერად იყენებენ“, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

ამასთან, ალ-აქსას მეჩეთის მიმდებარედ პოლიციასთან დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა ათასობით მლოცველის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

YOU MAY LIKE