... ... hotnews.ge - სვანეთში, ლაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერი ჩამოწვა - შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა

სვანეთში, ლაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერი ჩამოწვა - შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა

სვანეთში, ლაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ტერიტორიაზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უახლოეს მომავალში აღდგება.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მეწყერი, რომელმაც ჩაკეტა საავტომობილო მოძრაობა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

YOU MAY LIKE