... ... hotnews.ge - საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში 6-8 აპრილს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

6 აპრილს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, ხოლო 7-8 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 6 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 6 აპრილს დილიდან გამოიდარებს და 9 აპრილამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 6 აპრილს დილიდან გამოიდარებს და 9 აპრილამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 6 აპრილს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 7-8 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 6 აპრილს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 7-8 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ღამის საათებში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი იქნება“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ონკოპაციენტების დაფინანსება იზრდება - ჯანდაცვის მინისტრი

„25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი. მისივე განმარტებით, ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც უკვე ამ დროისთვის შეეძლებათ ჰქონდეთ ამოწურული 25 000 ლარიანი ლიმიტი.

„ჯანდაცვის სამინისტროში დანიშვნის პრაქტიკულად პირველივე დღიდან დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა ონკოლოგიური პაციენტების პრობლემებზე. ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი პირველი დავალება, რომელიც მისგან მივიღე. ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც აწუხებდა ონკოლოგიური პაციენტების უმრავლესობას ეს იყო დაწესებული 25 000 ლარიანი ლიმიტი იმ დაფინანსებისა, რომელსაც ანაზღაურებებს სახელმწიფო.

ამ მუშაობის შედეგად, რომელიც მოიცავდა არაერთ შეხვედრას შესაბამის კლინიკებთან, ფარმაცევტულ სექტორთან, სპეციალისტებთან, პარლამენტთან, ასევე, თავად ონკოლოგიურ პაციენტებთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000 ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით.

ამგვარად, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი. ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც უკვე ამ დროისთვის შეიძლება ამოწურული ჰქონდეთ 25 000 ლარიანი ლიმიტი.

დაწყებულია მომზადება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებებზე შესატანად, რაც უახლოეს დღეებში განხორციელდება. პარალელურად ჩვენ დაგვჭირდება იმაზე მუშაობის გაგრძელება, რომ ადგილი არ ჰქონდეს და გამოირიცხებოდეს პაციენტების ინტერესებთან არათავსებადი გადახარჯვების შემთხვევები.

გაგრძელდება მუშაობა ყველა სხვა მიმართულებით, რაც აუცილებელია პაციენტების პრობლემების გადაჭრისთვის. ეს იმისთვის, რათა ამ მუშაობის შედეგად პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი და სახელმწიფოს მეტი სახსრები რჩებოდეს ისევ პაციენტთან საკეთილდღეოდ ამ სახსრების გამოსაყენებლად.

გვაქვს იმედი, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული სექტორიც და თავად ონკოლოგიური პაციენტებიც კვლავ აქტიურად იქნებიან ჩართულნი ჩვენთან ერთად მუშაობის პროცესში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მდინარე არაგვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდის მარცხენა მიმართულებაზე, სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა აღდგენილია ორივე სამოძრაო ზოლზე.

 

"ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სერიოზულად დაძაბულია “- ნაკაიძე

"ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სერიოზულად დაძაბულია - პოლიციამ გადაკეტა გზები", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე წერს და ადგილიდან ვიდეოკადრებსაც ავრცელებს. 

ამ წუთებში ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სერიოზულად დაძაბულია

ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოატყუა ორივე მხარე. 18 დღიანი ლოდინის მიუხედავად პრობლემა არ მოაგვარა. პირიქით დაძაბა. პოლიციამ გადაკეტა გზები და მუსლიმებს არ უშვებს მეჩეთში. სამლოცველიში იმყოფება რამდენიმე ადამიანი. სამაგიეროდ ამ ხალხს აძლევს უფლებას შეურაცხყოფა მიაყენონ მლოცველებს, - წერს ნაკაიძე.ს

ადიგენში მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად მართლმადიდებლები შეიკრიბნენ

მართლმადიდებელთა ნაწილი, სასულიერო პირებთან ერთად, დილიდან კიდევ ერთხელ შეიკრიბა ადიგენში, წერეთლის ქუჩაზე იმ სახლთან, სადაც მუსლიმი თემი ლოცულობს. ორსართულიანი შენობა მუსლიმი თემის ერთ-ერთ წევრს, მერაბ მიქელაძის საკუთრებაა. იმის მიუხედავად, რომ მუსლიმები კერო სივრცეში აღავლენენ ლოცვას, გარეთ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ეს „სახლი მეჩეთად არ შეიძლება იქცეს“.

დღეს პარასკევია და შესაბამისად, მუსლიმები ტრადიციული ლოცვის აღავლენენ. შენობასთან მართლმადიდებლები იმ მიზეზით შეიკრიბნენ, რომ მათი თქმით, მუსლიმებმა დაპირება არ შეასრულეს - სახლს „მეჩეთად არ გადააქცევდნენ“.

მუსლიმ თემს რელიგიის სააგენტო ამ სახლის დათმობის სანაცვლოდ 50 ათას ლარამდე თანხას სთავაზობს ადიგენიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ იჯარეთში მეჩეთის ასაშენებლად ან შენობის შესაძენად. მერაბ მიქელაძე კი ამბობს, რომ მეჩეთის აშენების შემთხვევაში ის მუსლიმთა მუფთს გადაეცემა, მისი საკუთრება აღარ იქნება და ვერ ხვდება, რატომ უნდა დათმოს კუთვნილი ქონება.

მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად დაბა ადიგენში 8 მარტსაც შეიკრიბნენ. მაშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სახლთან მაშნაც მობილიზებული იყო პოლიცია, "ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით".

9 აპრილამდე საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 აპრილს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, ხოლო 7-8 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

„თბილისში გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. მოსალოდნელი. 6 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 6 აპრილს დილიდან გამოიდარებს და 9 აპრილამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 6 აპრილს დილიდან გამოიდარებს და 9 აპრილამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 6 აპრილს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 7-8 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 6 აპრილს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 7-8 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ღამის საათებში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი იქნება“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 აპრილს ქუთაისში +20 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ფოთში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +18 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 4 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +18 იქნება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში იწვიმებს, დღე 10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +11, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +21 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

რა უნდა გაითვალისწინონ გამოსაცდელებმა - გამოცდების ეროვნული ცენტრი

ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის ვადა იწურება. პროცესი დღეს, 18:00 საათზე დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს ახსენებს, რომ, ვადის ამოწურვის შემდეგ, 2024 წლის გამოცდებზე ისინი ვეღარ დარეგისტრირდებიან.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე.

 
 
 

WhatsApp-ი და Instagram-ი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს

Meta-ს სოციალური ქსელების, WhatsApp-ისა და Instagram-ის მომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან წერენ, რომ აპლიკაციები ზოგიერთ რეგიონში გაუმართავად მუშაობს.

მომხმარებლების ცნობით, WhatsApp-ის აპლიკაცია არ იხსნება, ან არ შეუძლიათ მესიჯების გაგზავნა. ზოგიერთი ვერ ხსნის პროგრამის ვებვერსიას.

რაც შეეხება Instagram-ს, მისი მომხმარებლები სხვადასხვა პლატფორმებზე წერენ, რომ არ შეუძლიათ პოსტების დადება, "სთორის" გახსნა.

სოციალურ ქსელ Reddit-ზე მომხარებლები ამბობენ, რომ გარკვეული ხარვეზებით მუშაობს Facebook-იც.

NetBlocks-ი, პროექტი, რომელიც ინტერნეტაქტიურობას აკვირდება, წერს, რომ Instagram-სა და WhatsApp-ს საერთაშორისო ხარვეზი აქვს. WhatsApp-ის გაუმართაობაზე ცნობა გაავრცელა Downdetector-მაც.

Downdetector-ის ცნობით, WhatsApp-ის მუშაობის პრობლემამ შეაწუხა აშშ-ში სულ მცირე 12 000, ინდოეთში 20 000, დიდ ბრიტანეთში 46 000, ბრაზილიაში კი - 42 000 მომხმარებელი. ამავე ცნობით, აშშ-ში Instagram-ის მუშაობის ხარვეზთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა 4 800-მა ადამიანმა.

Meta-ს, რომელიც მსგავს შემთხვევებს გვიან ეხმაურება და კონკრეტულ დეტალებს არ ასახელებს, აპლიკაციების ხარვეზებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

გასულ თვეში Facebook-ისა და Instagram-ის ათიათასობით მომხმარებელს შეეხო გათიშვა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. როგორც Meta-ში განმარტეს, ეს ხარვეზი დაკავშირებული იყო ტექნიკურ საკითხთან.

 

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), მუხრან მაჭავარიანის, ტაშკენტის, ლისის, მუხის, ბზის, თუთის და ტირიფების ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის, ფარნავაზ მეფის გამზირის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის და მერაბ კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გმირ კურსანტთა, გელა ჭედიას, ლაზოს, ჯანაშვილის, ბარალეთის, ქერჩის, ჯანჯღავას, გლდანის ხევის, კობერიძის, გლდანულას, იპოლიტოვ-ივანოვის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, მეგობრობის, კაჭარავას და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის, ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), ზემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის და ვირსალაძის ქუჩის მოსახლეობას.   

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 აპრილს ქუთაისში +18 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღეს დარია. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ბორჯომში დღისით +20, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც დარია. დღე +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +11, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +22 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის. 

ქუთაისში, ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი შენობა დაიწვა

cქუთაისში, გველესიანის ქუჩაზე ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი შენობა დაიწვა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ქუთაისში, დღეს თამარ მეფის გამზირზე #56-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაც დაიწვა.