... ... hotnews.ge - საზოგადოება

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება
🔵 დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გავლით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით
🔵 სარეაბილიტაციო მონაკვეთი 8 მეწყერულ უბანს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მეწყერულ უბნებზე განხორციელდება სადრენაჟე სისტემის მოწყობა და სუსტი გრუნტების გამოცვლა. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო გზის დაჭრა 3-4 მეტრამდე, რაც ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის განვლადობას
🔵 პროექტის ფარგლებში, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, საერთო ჯამში, რეაბილიტაცია უტარდება 33.6 კმ-იან მონაკვეთს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება

"საელჩო კონტაქტზეა სიდნეიში გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან... მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები" - საგარეო

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. 

"ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულების გამო. ქართული მხარე შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა.

ისრაელში მცხოვრებ ყველა ქართველს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დაიცვან უსაფრთხოების ზომები - საქართველოს ელჩი ისრაელში

ისრაელში მცხოვრებ ყველა ქართველს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დაიცვან უსაფრთხოების ზომები, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა განაცხადა.

"საელჩო ქვეყანაში არსებული ვითარების მიხედვით მოქმედებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი გახდეს უსაფრთხოების ზომები, რომელიც ახლა არის გამოცხადებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოსგან. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს დღეს ისრაელში, მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია ისრაელის ხელისუფლების მიერ და დაიცვას ამ რეკომენდაციების მიხედვით ყველა აუცილებელი უსაფრთხოების ზომები," - განაცხადა კანდელაკმა. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმის დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. დანიელ ჰაგარის თქმით, მცირე ზიანი მიადგა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ.

როგორი ამინდი იქნება 14-15 აპრილს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

ქ. თბილისში 14-15 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. 

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14-15 აპრილს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. 

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 14-15 აპრილს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. 

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო):  ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება. 

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება. 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო):ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი იქნება.

ხანძარი სოფელ ხუცუბანში - გარდაიცვალა 60 წლამდე ასაკის კაცი

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. მათი ცნობით, ცეცხლი მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. 

არსებული ინფორმაციით, ბინაში მხოლოდ ერთი ადამიანი, 60 წლამდე ასაკის კაცი ცხოვრობდა. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა სიგარეტის ნამწვი გამხდარიყო. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

 

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

12 აპრილს ქუთაისში +22 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +22 იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +16, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი 11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +24 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

„ნალექიანი დღეები და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი“ - ნახეთ, ამინდის პროგნოზი

„19 აპრილამდე ყველაზე ნალექიანი დღეები და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი“ - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მეტეოროლოგმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

„15 აპრილამდე, უმეტეს რაიონში, 19-20 გრადუსი ფიქსირდება. მთიან რაიონებში 15 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმა შეიძლება აღინიშნოს 11 აპრილს, ღამის საათებში. 13-14 აპრილს დღის მეორე ნახევარში, მოსალოდნელია წვიმა.

16-დან 19 აპრილის ჩათვლით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დაბლობ რაიონებში, 28 გრადუსს მიაღწევს.

მთიან რაიონებში, არამდგრადი ამინდები იქნება 15 აპრილის ჩათვლით. 16-დან, აქაც გამოიდარებს და ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში, გაძლიერდება ქარი.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქ 12 აპრილს დაფიქსირდება ყველაზე მაღალი ტემპერატურა.

13-14 აპრილს, აქაც დაიკლებს ტემპერატურა, იქნება წვიმა, ქარი და ღრუბელი.

18-19 აპრილს, შესაძლოა ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსიც იყოს“,-  დოდო გვაზავა

რომელ კომპანიებს დაეკისრათ გასულ წელს ყველაზე მეტი ჯარიმა - კონკურენციის სააგენტოს მონაცემები

2023 წელს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოკვლევის მიმართულებით კომპანიებს, ჯამში, 58 419 983 ლარის ჯარიმა დააკისრა, – ამის შესახებ სააგენტოს წლიურ ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, აღნიშნული თანხიდან უდიდესი ნაწილი – 53 მლნ ლარი ფარმაცევტულ კომპანიებზე მოდის.

როგორც ანგარიშში წერია, გასულ წელს სააგენტომ რვა მოკვლევის საქმე დახურა, საიდანაც გამორჩეული იყო სამი შეთანხმებული ქმედების თემა – ფარმაციის, საწვავისა და ონლაინ ბილეთების ბაზარზე.

მაგალითად, ფარმაცევტული ბაზრის საქმეზე სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. მოკვლევით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში, ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კომპანიებს შეთანხმებულ ფასები ჰქონდათ.

კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმით დარღვევისთვის სააგენტომ ამ კომპანიებს ჯამურად 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დააკისრა: „ავერსი“ – 14 402 425 ლარი; „გეფა“ – 20 349 336 ლარი; „პსპ“ – 17 094 872 ლარი; „მერმისი“ – 951 301 ლარი.

რაც შეეხება ნავთობკომპანიების საქმეს, საკითხი ეხებოდა 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.

სააგენტოს მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ მიზეზი ხუთი კომპანიის კოორდინირებული ქმედება იყო. ამ შემთხვევაში სააგენტომ კომპანიები ჯამურად ოთხ მილიონამდე ლარით დააჯარიმა. კერძოდ: შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ – 1 073 998 ლარი; შპს „რომპეტროლ საქართველო“ – 987 886 ლარი; შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ – 719 310 ლარი; სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ – 693 576 ლარი; შპს „ლუკოილ ჯორჯია“ – 450 590 ლარი.

რაც შეეხება კინოთეატრის ბილეთების ონლაინ რეალიზაციის საქმეს, სააგენტომ კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება გამოავლინა. საქმის ფარგლებში როგორც მომჩივან, ისე მოპასუხე მხარეებს – სამ კომპანიას, ჯამურად, 1.6 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა დაეკისრათ. ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს – „სადისტრიბუციო კომპანიას“ („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“ შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო ბათუმი“) – 1 120 562 ლარი; შპს „თინეთს“ (100%-იანი წილის მფლობელი TBC Bank Group PLC) – 544 328 ლარი; შპს „ელ.ბილეთებს“ (მომჩივანი) – 5 368 ლარი. სამივე შემთხვევაში კომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს“, – აღნიშნულია საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაცია სეისმური მონიტორინგის ვებსაიტზე განახლდა. 

ეპიცენტრი, ქალაქი ახალი ათონი - ჩრდილოეთი - 32კმ. სოფელი სანჩარა - 1კმ. 

მიწისძვრის სიმძლავრემ, 3.5 მაგნიტუდა შეადგინა. 

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დღეს იხსნება

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „ექსპო ჯორჯიის“ სივრცეში დღეს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა იხსნება.

თბილისის მერიის ცნობით, თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა 14:00 საათზე ექსკლუზიური ჩვენებით გაიხსნება.

„რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება, მრავალფეროვანი პროგრამით და მეტი სიახლით 11-დან 14 აპრილამდე გასტანს.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა 14:00 საათზე ექსკლუზიური ჩვენებით გაიხსნება, რომელსაც ხელოვნების მიმართულების სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

დღესვე, 17:00 საათიდან ბაზრობა ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნება და დამთვალიერებლებს ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

წლევანდელ გამოფენაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა მონაწილეობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ. 45 ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი Hive-დამოუკიდებელი არტისტების სივრცეში.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა, დამთვალიერებელს შესთავაზებს ქართველი და უცხოელი არტისტების კურირებულ გამოფენებს, მასტერკლასებსა და Art Talk-ებს.

გამოფენა 11 აპრილს 17:00-დან 21:00 საათამდე მიიღებს დამთვალიერებელს, ხოლო 12-14 აპრილს – 12:00-დან 20:00 საათამდე“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 აპრილს ქუთაისში +22 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. იწვიმებს. ბათუმშიც ნალექიანი დღეა. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უნალექო დღე.

უნალექო დღეა ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაში უნალექო ამინდია. დღე +20 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +20 იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურში იწვიმებს, დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +12 გრადუსი და მზიანი დღეა ნავარაუდები, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი დღე და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +21 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ნალექი.

გიორგი კეკელიძე დაქორწინდა - ცნობილია, ვინ არის მისი რჩეული

გიორგი კეკელიძე დაქორწინდა, ამის შესახებ მწერალმა ფეისბუკზე დაწერა და სასიამოვნო სიახლე საზოგადოებას ამცნო.

„დღეს 40 წლის გავხდი და დავქორწინდი“ - წერს ის.

მისი რჩეული მარიამ სოსელიაა.