... ... hotnews.ge - ნერწყვით ძუძუს კიბოსაც დაადგენენ

ნერწყვით ძუძუს კიბოსაც დაადგენენ

სწავლულებმა ნერწყვის ტესტი შეიმუშავეს, რომელიც ძუძუს კიბოს გამოვლენის საშუალებას იძლევა. ახალმა ტექნოლოგიამ მეტად დამაიმედებელი შედეგები აჩვენა ექსპერიმენტული კვლევების დროს. მოწყობილობა რომ გამოიყენოთ, საკმარისია, ნერწყვის მცირე ნიმუში მოათავსოთ ტესტ-ზოლზე. ის მუშავდება სპეცოფიკური ანტისხეულებით, რომელიც რეაგირებს სიმსივნის ბიომერკერებზე. სიახლის ავტორები ამტკიცებენ, რომ ერთი ტესტირების დრო ხუთ წამზე ნაკლებს მოიცავს. შედეგების ინტერპრეტირება შესაძლებელია სწრაფად და მარტივად იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამედიცინო დაწესებულება ხელმისაწვდომი არ არის.

YOU MAY LIKE