notnews ganivi3 

    აპირებს თუ არა პარლამენტში შესვლას „ნაციონალური მოძრაობა“ – გიორგი ბარამიძე

    აპირებს თუ არა პარლამენტში შესვლას „ნაციონალური მოძრაობა“ – გიორგი ბარამიძე
    ავტორი / პოლიტიკა

     „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ციხიდან გამოშვების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი, შესაძლოა, პარლამენტში ისევ არ შევიდეს.

    როგორც „ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, პარტიაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში შესვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

    მათ შორის, პარლამენტში შესვლასა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას არ ემხრობა გიორგი ბარამიძეც.

    „შევიკრიბებით, როცა ნიკა გარეთ გამოვა და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე პირადად პარლამენტში შესვლას არ ვემხრობი.

    პარლამენში შესვლა და ნიკა მელიასთვის გამოსასყიდი გირაოს გადახდა ერთამენთან რა კავშირშია? ამით პარლამენტმა ლეგიტიმაცია შეიძინა? პარლამენტში არ შევდიოდით იმიტომ, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, არჩევნები გაყალბებით ჩატარდა.

    მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მძევლად აიყვანა და ახლა გამოუშვა, ამით პარლამენტმა ლეგიტიმაცია შეიძინა?“,- განაცხადა ბარამიძემ.

    შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაუხადა.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.