notnews ganivi3 

    "10 მაისს გვექნება გასვლითი შეხვედრა, სადაც იქნებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც" - გიორგი ვაშაძე

    "10 მაისს გვექნება გასვლითი შეხვედრა, სადაც იქნებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც" - გიორგი ვაშაძე
    ავტორი / პოლიტიკა

    10 მაისს გვექნება გასვლითი შეხვედრა, სადაც იქნებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც - ჩვენ ამ შეხვედრაზე მივალთ კონკრეტული ტექნოლოგიური ინოვაციებით საარჩევნო რეფორმის კუთხით, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა.

    მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმაში ძალიან ბევრი ცვლილებაა გასატარებელი.

    "ახლა ჩვენ ვიკრიბებით, რადგან ძალიან ფართო სპექტრი ცვლილებების არის გასატარებელი საარჩევნო რეფორმის კუთხით. 10 მაისს გვექნება გასვლითი შეხვედრა, სადაც იქნებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც. ჩვენ ამ შეხვედრაზე მივალთ კონკრეტული ტექნოლოგიური ინოვაციებით, რომლებიც შემიძლია დავარქვა, რომ არის ქართული ინოვაციები, რომელიც ერთი მხრივ, იქნება იაფი, რომ დაინერგოს არჩევნების გაყალბების პრევენციისთვის, მეორე მხრივ, იქნება მარტივი, რომ დაინერგოს. მესამე მხრივ ოქტომბრამდე ამის დანერგვა შესაძლებელი იქნება, რომ ნაკლები ადამიანური ჩარევა იყოს არჩევნების, ხმის მიცემის, დათვლის და ყველა ამ პროცესში. მიხარია, რომ გადავერთეთ ისევ ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე", - განაცხადა ვაშაძემ.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.