... ... hotnews.ge - რუსეთისთვის ჩამოსხმული ქართული ღვინის პერსპექტივა - ყველაზე დიდი და არასაიმედო ბაზარი ისევ იცვლება

რუსეთისთვის ჩამოსხმული ქართული ღვინის პერსპექტივა - ყველაზე დიდი და არასაიმედო ბაზარი ისევ იცვლება

რუსეთი ღვინოზე აქციზს ასამმაგებს. ქართული ღვინის ამ ყველაზე დიდ ბაზარზე მომხდარი ცვლილება, ერთი მხრივ, მოთხოვნის შემცირების მიზეზი ხდება, მეორე მხრივ კი - სტიმული ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე ყველაზე იაფი და უხარისხო ქართული პროდუქცია იყიდება.

თუ დღეს რუსეთში ყოველ გაყიდულ ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი 34 რუბლია [თითქმის 1 ლარი], მაისიდან 108 რუბლი [3 ლარი] ხდება. აქციზი ოთხ-ოთხი რუბლით მოიმატებს მომდევნო წლებშიც.

2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის გაიხსნა, ის ამ პროდუქტის მთავარი მომხმარებელი გახდა. ბოლო წლებში, მათ შორის უკრაინის ბაზრის თითქმის დაკარგვის შემდეგ, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა და 61-65%-ს შორის მერყეობს.

„ეს არის ბაზარი, სადაც ყველაზე კარგად იცნობენ და ადვილად ყიდულობენ ქართულ ღვინოს. წლებია საჭირო, სხვა ბაზრებზე ასეთივე პოპულარული რომ გახდე“, - ამბობს ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და ამატებს, რომ აქციზის ზრდა რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტს შეამცირებს, - ეს შემცირება „გრანდიოზული“ არ იქნება, მაგრამ [ექსპორტს] უნდა დაეტყოს“.

აქციზი რომ იზრდებოდა, ქართულმა კომპანიებმა 2023 წლის ბოლოს უკვე იცოდნენ და ახლა ქართველი მეღვინეები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ღვინის შეტანა მოასწრონ რუსულ ბაზარზე აქციზის აწევამდე. მათ შორისაა კომპანია „ასკანელიც“, რომელიც წარმოებული ღვინის დიდ ნაწილს, დაახლოებით 70%-ს, რუსეთში ყიდის. სტატია სრულად იხილეთ აქ

YOU MAY LIKE