... ... hotnews.ge - დედაქალაქი

თბილისში 5 000-მდე აბონენტს გაზი არ აქვს - აღდგენის დრო

"თბილისი ენერჯის" ცნობით, ვაზისუბანში 4 812 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

როგორც კომპანიაში ამბობენ, გაზის მიწოდება დღეს, 18:00 საათზე აღდგება.

სამგორის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება

ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივში, კალოუბნის ქუჩის N18-ში თბილისის მერია კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტს ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობა. კერძოდ, დასრულებულია საფუძვლისა და ხიმინჯების მოწყობა, ასევე, მიმდინარეობს მეორე სართულზე დიაფრაგმების ყალიბების მოწყობა.

პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს. ამ მისამართზე სამსართულიანი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი იყო. ქირით გაყვანილი გვყავს 36 ოჯახი. ოქტომბერში დაიწყება სარემონტო სამუშაოები და ამ ადამიანებს ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. გარდა ამისა, 10 ბინა გადმოვა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, რომლებსაც გადავცემთ უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა იმყოფებოდნენ.

 

ისანი-სამგორის რაიონში გაზის მიწოდება 5 000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო გაზის მიწოდება დროებით 5 000-მდე აბონენტს შეუწყდება.

„გაცნობებთ, რომ ისანი-სამგორის რაიონში გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით ხვალ, 22 მაისის 22:00 საათიდან გაზის მიწოდება დროებით 5 000-მდე აბონენტს შეუწყდება.

კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება: შანდორ პეტეფის ქუჩაზე, ნაკვ. 04/043-ში მდებარე შპს „ტრიუმფ გრუპის”, ვარკეთილის IV მ/რ – კვ. 3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 10, 11, 11ა, 12, 13, 14, 15, 20, 21, 22, ალექსანდრე წულუკიძის ქ. 31/33, 35, ალექსანდრე წულუკიძის III შეს. 2, წულუკიძის III შეს. 4, , წულუკიძის IV შ.1, IV შ.3, IV შ.4, IV შ.5, IV შ.6, IV შ.7, IV შ.8, IV შ.9, IV შ.10, IV შ.11, IV შ.13, IV შ.15, იოსებ და ლეონ ორბელების ქ. 90დ-ში (ალ. წულუკიძის ქუჩა – კორპ. 88-სა და #121-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ), ვაზისუბნის დას. V – 90-ე სკოლისა და და 23 კორპუსის მიმდებარედ მდებარე ამხ. „ვაზისუბანი 5“-ის, ვაზისუბნის დასახლების კორპ. 1, 2, 2ა, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 (ნიკო მუსხელიშვილის ქ. 1), 10, 10ა, 11 (ნიკო მუსხელიშვილის ქ. 3), 12 (ნიკო მუსხელიშვილის ქ. 5), 13 (ნიკო მუსხელიშვილის ქ. 7), 14 (ნიკო მუსხელიშვილის ქ. 9), 15 (ნიკო მუსხელიშვილის ქ. 8), 16 (ნიკო მუსხელიშვილის ქ. 10), 15ა-ს მიმდებარედ (ნიკო მუსხელიშვილის ქ. 6), 16ა, 17, 17ა, 18, 18ა, 18ბ, 19, 19ა, 21ა (მუსხელიშვილის ქ. 13), 23, 26, 27 (ნიკო მუსხელიშვილის ქ. 15), ვაზისუბნის დას. 154 (ყოფ. # 154 ბაგა-ბაღის შენობა), დავით კვაჭანტირაძის ქ. 7-ში (მუსხელიშვილის ქ. 2) მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, დავით კვაჭანტირაძის ქ. 5-ში (ჩოჩუას მიმდებარედ) შპს „მს დეველოპერის” და შპს „სი აი ჯი“-ს, კვაჭანტირაძის ქ. 7, კვაჭანტირაძის ქ. 22-ში – შპს „დეველოპმენტ ჯორჯიას“ საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, კვაჭანტირაძის ქ. 8ა-ში მდებარე შპს „ეიმ ბილდინგის” საცხოვრებელი კორპუსის, ასევე შანდორ პეტეფის ქუჩაზე, ვაზისუბნის ქ. 7ა, ვაზისუბნის დასახლების კორპ. 5-ის მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება სკოლა # 157-ს, კერძო სკოლა „ალბიონს” და „საჯარო სკოლა # 90“-ს, ი.მ ვასილ ლომიძეს.

გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ხუთშაბათს – 23 მაისის 10:00 სთ-დან და დასრულდება საღამოს 18:00 სთ-მდე. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

რომელ ქუჩებზე შეიზღუდება მოძრაობა 26 მაისს

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გადაადგილების შეზღუდვა პირველ ეტაპზე რესპუბლიკის მოედანს შეეხება.

მათივე ცნობით, 21 მაისის 07:00 საათიდან 27 მაისამდე რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო საშუალებები მარჯვნივ მოხვევით, მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობას ვეღარ შეძლებენ. ამ პერიოდში რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება; 23 მაისის 20:00 საათიდან 24 მაისის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება და საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება შოთა რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვა იმოქმედებს 25 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის 07:00 საათამდეც, რა დროსაც ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე თავისუფლების მოედანზე. ამ დროის განმავლობაში მოძრაობა შესაძლებელი იქნება პირველი რესპუბლიკის მოედნამდე და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე.

გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით.

რაც შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას, აქ შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება. კონკრეტულად, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან ივანე მაჩაბლის ქუჩის გავლით.

პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი დასაშვები იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით.

შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება აღნიშნულ ტერიტორიებზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება ზეთისხილის ხემდე, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, მოუხვევს ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისთან და შემდეგ გზას დადგენილი სქემით გააგრძელებს. ის ავტობუსები კი, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, გადაადგილდებიან ევროპის მოედანზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩის N11-თან და მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მისამართიდან მოემსახურება.

ძლიერი წვიმის გამო გლდანში მიწისქვეშა გადასასვლელი და იქ განთავსებული სავაჭრო ობიექტები დაიტბორა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გლდანში. ახმეტელის მეტროსთან დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელი და იქ განთავსებული სავაჭრო ობიექტები.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, ასევე იმყოფებოდნენ გამგეობის წარმომადგენლები.

როგორც ადგილზე მყოფმა გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ კალაძემ განაცხადა, ამ დროისთვის მიწისქვეშა გადასასვლელიდან წყალი უკვე ამოტუმბულია.

„უხვმა ნალექმა დიდი პრობლემა შემქნა მხოლოდ მეტროს მიწისქვეშა გადასასვლელში. შესაბამისი სამსახურის ჩართულობით მოვიდა სამაშველო სამსახური. ადგილზე ვიყავით ჩვენც, გამგეობის წარმომადგენლები და ვეხმარებოდით მოქალქეებს ამ ტერიტორიიდან გამოსვლაში. უზრუნველვყავით, რომ ელექტროენერგია გათიშული ყოფილიყო მხოლოდ კონკრეტულ ლოკაციაზე, რათა საფრთხე არ შექმნილიყო ამ კუთხით. ამ დროისთვის წყალი ამოტუმბულია, გადაადგილება უკვე შესაძლებელია და გაიხსნა მაღაზიებიც“, – განაცხადა ბესიკ კალაძემ.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება - მერია

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"21 მაისის 07:00 საათიდან 27 მაისამდე, რესპუბლიკის მოედანზე, სატრანსპორტო საშუალებები მარჯვნივ მოხვევით, მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობას ვეღარ შეძლებენ. ამ პერიოდში რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება; 23 მაისის 20:00 საათიდან 24 მაისის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება და საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება შოთა რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვა იმოქმედებს 25 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის 07:00 საათამდეც, რა დროსაც ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება, როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე თავისუფლების მოედანზე. ამ დროის განმავლობაში, მოძრაობა შესაძლებელი იქნება პირველი რესპუბლიკის მოედნამდე და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე.

გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით.

რაც შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას, აქ შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება. კონკრეტულად, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან ივანე მაჩაბლის ქუჩის გავლით.

პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით.

შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება აღნიშნულ ტერიტორიებზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება ზეთისხილის ხემდე, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, მოუხვევს ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისთან და შემდეგ გზას დადგენილი სქემით გააგრძელებს. ის ავტობუსები კი, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, გადაადგილდებიან ევროპის მოედანზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩის N11-თან და მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მისამართიდან მოემსახურება", - აღნიშნულია განცხადებაში.

პატარა ლილოს დასახლებაში გზის მოწყობა დასრულდა

სამგორის რაიონში, ნიკორწმინდის ქუჩა N1-დან N8-მდე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 1434 კვ. მ ფართობი კეთილმოეწყო. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 132 370 ლარი გამოიყო.
დასრულებულ საგზაო სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესა და პარლამენტის დეპუტატ ქეთევან ჩარკვიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

თბილისი 700-ზე მეტ აბონენტს გაზი არ აქვს - აღდგენის დრო

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, თბილისში 719 აბონენტს გაზი არ აქვს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ვაკესა და ნუცუბიძეზე ბუნებრივი აირის მიწოდება 15:00 საათზე აღდგება. დიღმის რაიონსა და წყნეთში კი 18:00-ზე.

თბილისის ნაწილს წყალი არ აქვს - აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა.

ისნის რაიონში, ყვარლის ქუჩის N 82 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 10:30-დან 19/05-ის 04:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება:
მეტრომშენის დასახლებაში: ტვიშის, ხომერიკის(მიქელაძის), მესხეთის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ყვარელის, რატილის, კალანდაძის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, 17 იანვრის, შერვაშიძის, აფანასიევის,ონიანი, გეზათი ქუჩებს და საბარგოს დასახლებას.

გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის N 55 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 18/05 17:30-დან 19/05 02:00-საათამდეწყალმომარაგება შეუწყდება:
ავჭალაში- ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის,ანდრონიკაშვილის 1 შესახვევი, ლიბანის, ბარალეთის, ფოცხიშვილის, მიხაკო წერეთელის და რიონის ქუჩებს

ვაკის რაიონში, შატბერაშვილის მე-2 შეს. N23 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 18/05 18:15-დან 19/05 04:00-საათამდეწყალმომარაგება შეუწყდება:
შატბერაშვილის ქუჩას, მცხეთის ქუჩას (გარდა მე-8-ე კორპუსისა) თავისი შესახვევებით, ქობულეთის ქუჩას თავისი შესახვევებით, შროშის, ი.ქუთათელაძისა და ჯანაშვილის ქუჩას.

ისნის რაიონში, ვაზისუბნის 4მიკრო 1 კვ. N 11 კორპუსთან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 18/05 18:00-დან 19/05 02:00-საათამდეწყალმომარაგება შეუწყდება:
ვაზისუბნის 4მიკრო 1 კვ. N 11 კორპუსს

ვაკის რაიონში, წყნეთში, ლეონიძის ქუჩს N 12 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 18/05 18:15-დან 19/05 02:00-საათამდეწყალმომარაგება შეუწყდბეა:
წყნეთში- ლეონიძის და ჯავახიშვილის ქუჩებს

გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებში მუხის ქუჩის N 14 თან თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 18/05 19:30-დან 19/05 06:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
მუხიანის აგარაკებში- გოგნის ქუჩა, სამეგრელო ქუჩა, მუხის ქუჩა, გრემის ქუჩა, იაკობის ქუჩას.

ნაძალადების რაიონი, წყალი შეგიწყდათ ავარიულად, ჩარგლის ქ.N51-ში მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 19/05 02:00-მდეწყლამომარგება შეუწყდება:
ბუაჩიძის , გუდამაყრის , ჩარგლის N61-67 (კენტები) N48-50 (ლუწები), გურამიშვილის N25-33(კენტები) და სანზონის N9,10,11,12,13,14,15,19,20,21 კორპუსებს და პირველ საუნივესიტეტო კლინიკას.

ისნის რაიონი, ლუსინიანის ქ.N1-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 21:30-დან 19/05 08:00-მდე წყლამომარგება შეუწყდება:
300 არაგველის, შავსოფელის, ბოდბის, ლუსინიანის, ბოჭორმის ქუჩის 1-20(ყველა) და არბოშიკის ქუჩას.

სამგორის რაიონი, წმინდა ბარბარეს უბანი,N177-თან  წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 23:00-დან 19/05 09:00-მდე წყლამომარგება შეუწყდება:
ნაკადულის ქუჩას და წმ. ბარბარეს უბანს.

17 მაისს დაგეგმილი მსვლელობისთვის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება - მერია

თბილისში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

"17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება.

დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 12:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდება, რა დროსაც მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.

რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეებების ქუჩების გამოყენებით; მძღოლები მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გამოყენებით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით.

რაც შეეხება თავისუფლების მოედანს, დროის აღნიშნულ მონაკვეთში გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან, ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; გადაადგილება შეიზღუდება ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც. მძღოლები რუსთაველის გამზირზე მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრასპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდებიან; მსვლელობის მონაწილეების ავლაბრის მოედანზე გადანაცვლების პერიოდში, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, შემდგომ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს და ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოძრავებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რუსთაველის გამზირზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩიდან გადაინაცვლებენ ვირსალაძის ქუჩაზე, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ პანდუსზე მოუხვევენ, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ; თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩის N11-თან გაჩერდება და მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მისამართიდან მოემსახურება; ავლაბრის მოედნისკენ მოძრავი ტრანსპორტი კი, გადაადგილდება მხოლოდ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კაჩინსკის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდება ბოჭორმის ქუჩას, მეტროსადგურ „300 არაგველთან“ მდებარე წინანდლის ქუჩით გადაინაცვლებს ქეთევან დედოფლის გამზირზე და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით." - წერია განცხადებაში. 

თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, წელს შშმ პირებისთვის გადაცემული საკურორტო ვაუჩერების რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

თბილისის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, შშმ პირებისთვის საქართველოს კურორტებზე სასტუმროს ხარჯი ვაუჩერის გზით ფინანსდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საკურორტო ვაუჩერის მფლობელებს მისი გამოყენება პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, მათთვის სასურველ დროს შეეძლებათ.

„ამ პროგრამას დიდი ხანია ვახორციელებთ და ბევრი ადამიანია ჩართული. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური წლიდან წლამდე ზრდიდა ვაუჩერის ღირებულებას და დღეისთვის ერთ საკურორტო ვაუჩერს 800 ლარით აფინანსებს. აღსანიშნავია, რომ ასევე, იხვეწებოდა პროგრამის დიზაინი და დღეისთვის ვაუჩერით მოსარგებლე (კანონიერი წარმომადგენელი) თავად ირჩევს დასასვენებელ ადგილს და სასტუმროს. ადრე მუნიციპალიტეტი იღებდა გადაწყვეტილებას, თუ რომელი სასტუმრო უნდა ყოფილიყო, დღეს კი ვაუჩერის მეპატრონე თავად ირჩევს, თუ რომელ სასტუმროში განთავსდეს. საკურორტო ვაუჩერის გამოყენება პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი და მის მფლობელს, სასურველი დროის შერჩევა თავისუფლად შეუძლია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, წელს შშმ პირებისთვის გადაცემული საკურორტო ვაუჩერების რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა.

„თბილისის მერია ყოველ წელს ზრდის გაცემული ვაუჩერების რაოდენობას და თუ გასულ წელს 2 500 ვაუჩერი გაიცა, მიმდინარე წელს, მათმა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა. ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით ყველა იმ ოჯახს, ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება ჩვენი თანადგომა და ეს თანადგომა გაგრძელდება ყოველთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს - 16 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლის მოსახლეობასაც ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება. ეს ქუჩებია:

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),

ანაპის, მუხრანის, რატევანის, გარეჯელის, უცნობი გმირის, ნაგომარის, ვანათის, ხორნაბუჯის, გუდამაყრის, ბუაჩიძის, თიანეთის, ჭოპორტის, ჟინვალის, ბოგვის, ლიახვის და ბუაჩიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ), მეტროსადგური „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, ფეიქრების, ერწოს, ღრმაღელეს, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, სადმელის, ქსნის და მანჯგალაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ხიზანიშვილის (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, წყნეთის გზატკეცილის, ბაგების სატყეო უბნის, ბაგების დასახლიბის, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, კუტუზოვის, ცაგარელის, ცინცაძის, საირმის, ქუთათელაძის, გამრეკელის, შმიდტის, ბურძგლას, მიცკევიჩის, შარტავას, კანდელაკის, ონიაშვილის, გოთუას, იოსელიანის, ბუდაპეშტის, გაგარინის და ფანჯიკიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ლამბერტის, ტილკეს, მონპერეს, კასტელის, შმერლინგის, კლაპროთის, რაინეგსის, სტივენის, ბახტრიონის, ცინცაძის, საბურთალოს, მარკო პოლოს, პეტრიწის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, ბატონიშვილის, დემეტრე თავდადებულის, შაქარაშვილის, გეხტმანის, წანდრის და სერგი ცხაკაიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, ქავთარაძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ნოე რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ ჭავჭავაძის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის, კოტე აბაშიძის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ლობჟანიძის, ნავთლუღის, საექიმოს, ჭრელაშვილის და უჯარმის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.