... ... ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობს

ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობს

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ცესკო დღეს ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებულ არჩევნებს ატარებს, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია. იმიტირებული კენჭისყრა 11 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მოქალაქეები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას, რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურებს.

იხილეთ საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც იმიტირებული კენჭისყრა იმართება. 

YOU MAY LIKE