... ... აგვისტოში საქართველოს იმპორტი 5%-ით შემცირდა

აგვისტოში საქართველოს იმპორტი 5%-ით შემცირდა

საქსტატმა 2024 წლის აგვისტოს საგარეო ვაჭრობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტის სახით 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით, ანუ 67 მილიონი დოლარით ნაკლებია.

იმპორტისგან განსხვავებით, 30%-ით, ანუ 148 მილიონი დოლარით არის გაზრდილი საქართველოს ექსპორტი და მან აგვისტოში 641 მილიონი დოლარი შეადგინა.

მთლიანობაში იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 4.2 მილიარდი დოლარი იყო (ზრდა 2.4%), ხოლო იმპორტმა 10.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის
19 სექტემბერს, შესაბამისად ამ დღეს გაირკვევა თუ რა საქონლის იმპორტის კლებამ განაპირობა აგვისტოში იმპორტის შემცირება.