... ... მძიმე დღეა, ტერორისტმა ცივსისხლიანად მოკლა ჩვენი სამი მოქალაქე - ბენიამინ ნეთანიაჰუ

მძიმე დღეა, ტერორისტმა ცივსისხლიანად მოკლა ჩვენი სამი მოქალაქე - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაგმო დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიის საზღვართან მომხდარი თავდასხმა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიის საზღვართან თავდასხმის დროს ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა. თავდამსხმელი ტერიტორიაზე იორდანიიდან, სატვირთო მანქანით შევიდა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა. ისრაელმა იორდანიასთან ყველა სახმელეთო გადასასვლელი დახურა. ამასთან, იორდანია აცხადებს, რომ დახურა საზღვარი და ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

„ეს ძალიან მძიმე დღეა. ტერორისტმა ცივსისხლიანად მოკლა ჩვენი სამი მშვიდობიანი მოქალაქე. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ გარშემორტყმული ვართ მკვლელი იდეოლოგიით, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.