... ... მშვიდობის მეორე სამიტმა უკრაინაში ომი უნდა დაასრულოს - ზელენსკი

მშვიდობის მეორე სამიტმა უკრაინაში ომი უნდა დაასრულოს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, მშვიდობის მეორე სამიტმა, რომლის ჩატარებაც წლის ბოლომდე იგეგმება, ქვეყანაში ომი უნდა დაასრულოს.

„ჩვენ უკრაინა მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ, რათა წელსვე ჩავატაროთ მშვიდობის მეორე სამიტი. ეს იქნება სამიტი, რომელიც ამ ომს წერტის დაუსვამს“, - განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპაში ომის დასრულებაში ყველაა დაინტერესებული. „მშვიდობა ომის გაყინვას ან საერთაშორისო სამართლით მანიპულაციებს არ ნიშნავს და მშვიდობა უნდა იყოს საიმედო.“, - დასძინა მან.