... ... სასტიკი მკვლელობა - მარნეულში მამაკაცის დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს

სასტიკი მკვლელობა - მარნეულში მამაკაცის დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ აზიზაქენდში დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს. ცხედარს ხელები მოკვეთილი ჰქონდა. რა გახდა ცხედრის დასახიჩრების მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს

გავრცელებული ინფორმაციით, ის მეზობელი სოფლიდან, გაჯისქენდიდან 4 დღის წინ დაკარგულ 55 წლამდე კაცს ეკუთვნის. თვითმხილველების თქმით, ის უცხო პირებმა გაიყვანეს სახლიდან.

კაცის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის 4 დღის წინ გავიდა სახლიდან, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. ახლობლების ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება მოკლული იყოს, თუმცა მიზეზებზე ვერ საუბრობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.