... ... გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში უბედური შემთხვევა მოხდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში უბედური შემთხვევა მოხდა

კახეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში უბედური შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხელოსანს ავტომობილი ამწეთი, ე.წ. დომკრატით ჰქონდა აწეული, რა დროსაც მოულოდნელად ჩამოვარდა და კაცი მანქანის ქვეშ მოიყოლა.

33 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.