... ... "სიცრუე და საგამოძიებო სტრუქტურების დისკრედიტაციის მცდელობა" - ასე ეხმაურება საქართველოს პროკურატურა ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო განცხადებებს

"სიცრუე და საგამოძიებო სტრუქტურების დისკრედიტაციის მცდელობა" - ასე ეხმაურება საქართველოს პროკურატურა ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო განცხადებებს

სიცრუე და საგამოძიებო სტრუქტურების დისკრედიტაციის მცდელობა - ასე ეხმაურება საქართველოს პროკურატურა ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო განცხადებებს.

უწყებამ განცხადებასთან ერთად, გიორგი ჩიკვაიძის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილიც გაასაჯაროვა. უწყებაში განმარტავენ, რომ აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში კომპანია "ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო მათი კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ხოლო 2024 წლის 1 მარტს საქმე გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

საქართველოს პროკურატურის განმარტებით, სატელევიზიო ეთერით ბიზნესმენის განცხადება თითქოსდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა და შემდგომ ხელახლა დაიწყო, არის სიცრუე.