... ... მებაჟეებმა სარფში 116 599 ლარის არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს

მებაჟეებმა სარფში 116 599 ლარის არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს

მებაჟეებმა 116 599 ლარის არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში: "სარფი", მებაჟე ოფიცრებმა  ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს მონეტები (წონა: 449.14 გრამი) და ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა - 141,85 გრამი) გამოავლინეს.
 
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 116 599,26 ლარი შეადგინა.
 
კანონდამრღვევების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.