... ... ერთადერთი რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ტიმოთი ბლაუველთისგან მოველი, არის ბოდიში დავით მათიკაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ - პაპუაშვილი

ერთადერთი რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ტიმოთი ბლაუველთისგან მოველი, არის ბოდიში დავით მათიკაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ - პაპუაშვილი

გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსების და მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიძულვილის კამპანიაში, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დავით მათიკაშვილზე თავდასხმის ფაქტს, რომელიც „ამერიკული საბჭოს", ხელმძღვანელმა ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი.

,,გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსების და მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიძულვილის კამპანიაში. ორმაგად მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ „ამერიკული საბჭო", რომელსაც ტიმოთი ბლაუველთი ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობს. კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი. ერთადერთი რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ ადამიანისგან მოველი, არის ბოდიში პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 25 აგვისტოს ოჯახთან ერთად თბილისში ბრუნდებოდა, როდესაც მიუნხენის აეროპორტში თავს დაესხა მისთვის უცნობი ქალბატონი, რომელმაც თავი რიგით მოქალაქედ გაასაღა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ „რიგითი აღშფოთებული“ მოქალაქე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ნინო შველიძე იყო. დეპუტატის თქმით, რადიკალი მოქალაქე მისი და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდა, ამას კი ტელეფონით, შველიძის მეუღლე იღებდა. დავით მათიკაშვილის თქმით, რადიკალიზმი ღუპავს ადამიანს, ამის პირდაპირი დასტურია უმძიმესი ტრაგედია, რომელიც წყალტუბოში მოხდა.