... ... დღეს "ქართული ოცნება" ამომრჩეველს სამცხე-ჯავახეთში შეხვდება

დღეს "ქართული ოცნება" ამომრჩეველს სამცხე-ჯავახეთში შეხვდება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში გაგრძელდება.

როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს შეხვედრა ქალაქ ახალციხეში 18:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.