... ... მიხარია, რომ 21 სექტემბერს თბილისში ამ დონის ვეტერან ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ ვიხილავთ-კალაძე

მიხარია, რომ 21 სექტემბერს თბილისში ამ დონის ვეტერან ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ ვიხილავთ-კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა 21 სექტემბერს, თბილისში გასამართი საფეხბურთო მატჩის შესახებ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილ ფეხბურთელებს შორის „ლეგენდების მატჩის“ გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაიხარებს.

„ძალიან მაგარი და საინტერესო თამაში გველოდება წინ. მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ამ დონის ვეტერანი ფეხბურთელები ვიხილოთ თბილისში. ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ გავახარებთ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ნახონ ის ადამიანები, ვისაც წლების წინ გულშემატკივრობდნენ, ღამეებს ათენებდნენ მათი თამაშების ლოდინში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.