... ... საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4-1 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4-1 დაამარცხა

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მან ჩეხეთი 4-1 დაამარცხა. გოლები კვარაცხელიამ, ქოჩორაშვილმა, მიქაუტაძემ და ჩაკვეტაძემ გაიტანეს.

თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.